ავტორი:

"ექიმებისგან ვიცი, რომ საზღვარგარეთ გადაყვანას საჭიროებს, ამბობენ, რომ აქ არ არის ის გამოცდილება, რომელსაც მისი დაავადებები მოითხოვს" - გიული ალასანია შვილზე

"ექიმებისგან ვიცი, რომ საზღვარგარეთ გადაყვანას საჭიროებს, ამბობენ, რომ აქ არ არის ის გამოცდილება, რომელსაც მისი დაავადებები მოითხოვს" - გიული ალასანია შვილზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისთვის ამ ეტაპზე უცნობია, მიეცემა თუ არა კლინიკა "ვივამედში" შვილის მონახულების საშუალება ან რამდენ ხანს დარჩება სააკაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში.

როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ.

"ექიმებისგან ვიცი, რომ საზღვარგარეთ გადაყვანას საჭიროებს. მათი მხრიდან ვისმენ, რომ აქ არ არის ის გამოცდილება, რომელსაც მისი დაავადებები მოითხოვს. 9 არის უკვე დიაგნოზი, ამიტომ არის საჭირო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, უცხოეთშიც ყველა კლინიკაში არ ხდება მკურნალობა. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ და ადამიანი მოარჩინონ“, - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" დღეს გადაიყვანეს.