ავტორი:

"მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოს ევროპელი პარტნიორებისგან დაუფასდება ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ქვეყანამ გაატარა" - ილია დარჩიაშვილი

"მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოს ევროპელი პარტნიორებისგან დაუფასდება ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც ქვეყანამ გაატარა" - ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობით, კიდევ ერთხელ დაფიქსრიდა, რომ საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში აქტიურად არის ჩართული.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მინისტერიალის ფარგლებში, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრისას, საუბრისას მთავარი თემა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ის მოლოდინები იყო, რომელიც ქვეყანას კითხვარის შევსების შემდგომ პროცესში აქვს.

"ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელშესახები შედეგები, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა და მათთან ვისაუბრე, თუ რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას. ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორების განწყობა ძალიან პოზიტიურია და ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ საქართველოს ის მნიშვნელოვანი რეფორმები დაუფასდება, რომელიც ქვეყანამ გაატარა“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა 10-12 მაისს, მონაწილეობა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მიიღო. ილია დარჩიაშვილი მინისტერიალში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილეობდა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.