ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად გადასაყვანია უცხოეთის კლინიკაში და რაც უფრო ჩქარა გააკეთებენ ამას, მით უკეთესი იქნება" - ექიმი მანანა ჯებაშვილი

"მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად გადასაყვანია უცხოეთის კლინიკაში და რაც უფრო ჩქარა გააკეთებენ ამას, მით უკეთესი იქნება" - ექიმი მანანა ჯებაშვილი

კლინიკა "ვივამედთან“ ექიმთა ასოციაციების პრეზიდენტები მივიდნენ. საქართველოს გასტო-ენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, მანანა ჯებაშვილის ინფორმაციით, ეცდებიან კლინიკის მედპერსონალთან გასაუბრებას, რათა გაიგონ თუ რა კვლევების ჩატარებაა დაგეგმილი და როგორია ამჟამად ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მისივე თქმით, ამ კვლევების სრულად ჩატარებას რამდენიმე დღე დასჭირდება.

"ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ინფორმაცია თუ რა კვლევები უტარდება და ზუსტად როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამიტომ, შევეცდებით გავიგოთ, რა კვლევებია ამ დროისთვის დაგეგმილი. ჩვენი მოთხოვნაა შეუშვან პირადი ექიმი და დედა. კოლეგიალობა მოითხოვს, რომ ჩაგვაყენონ საქმის კურსში. ჩვენ პირველივე დღიდან ვატარებთ მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც ვალდებულები არიან გვითხრან, რა მდგომარეობა გვაქვს.

ამ კვლევების სრულად ჩატარებას რამდენიმე დღე დასჭირდება. სავარაუდოდ, დღეს არ უნდა დააბრუნონ, არაფერში არ ჯდება დღეს მისი ციხეში დაბრუნება. აუცილებელია უცხოეთში გადაყვანა, ვინაიდან მხოლოდ სიმპტომური მკურნალობით შედეგს ვერ მივიღებთ. ის ნამდვილად გადასაყვანია უცხოეთის კლინიკაში და რაც უფრო ჩქარა გააკეთებენ ამას, მით უკეთესი იქნება. აქ მისი გაჩერება შეიძლება რამდენიმე დღე, ამის შემდეგ უნდა იყოს გადაყვანილი”, - აღნიშნა მანანა ჯებაშვილმა.