ავტორი:

"ჩვენ გვჭირდება გმირი... მიგვაჩნია, რომ ერდოღანი შეიძლება იყოს ასეთი ადამიანი" - რა მიმართვას უგზავნიან "აზოველების" ოჯახის წევრები თურქეთის პრეზიდენტს?

"ჩვენ გვჭირდება გმირი... მიგვაჩნია, რომ ერდოღანი შეიძლება იყოს ასეთი ადამიანი" - რა მიმართვას უგზავნიან "აზოველების" ოჯახის წევრები თურქეთის პრეზიდენტს?

"აზოვის" პოლკის მებრძოლთა ოჯახები თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, გამოიჩინოს გმირობა და განახორციელოს ქარხანაში დარჩენილი ყველა მებრძოლის ევაკუაციის პროცედურის ინიცირება. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

კიევში გამართულ ბრიფინგზე, ერთ-ერთი 18 წლის მებრძოლის მამამ თურქეთის ლიდერს მოუწოდა, ისარგებლოს ისტორიული შესაძლებლობით და ისტორიაში შევიდეს როგორც მშვიდობისმყოფელი და როგორც გმირი.

"როგორც კაცი კაცს, მამა მამას, გთხოვთ გადაარჩინოთ ჩემი შვილი და მისი მეგობრები“, - მიმართავს ევგენი სუხარნიკოვი ერდოღანს, რომელიც ეყრდნობა თურქეთის გამოცდილებას სამხედრო ოპერაციებში ახლო აღმოსავლეთში ევაკუაციასთან დაკავშირებით.

"ჩვენ გვჭირდება გმირი, ადამიანი ღირსეული პოლიტიკური ავტორიტეტით ამ პროცედურის ჩასატარებლად. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თურქეთი შეიძლება იყოს ასეთი ქვეყანა, ერდოღანი კი ასეთი ადამიანი“ ,- განაცხადა მებრძოლის მამამ.

მებრძოლთა ოჯახებმა 1.5 მილიონი ხელმოწერა შეაგროვეს,რომელიც „აზოვის“ მებრძოლების“ ქარხნიდან გამოყვანის მოთხოვნას ეხება.

მებრძოლთა ოჯახის ზოგიერთი წევრის განცხადებით, გაერო და „წითელი ჯვარი“ მხოლოდ სამოქალაქო პირებით ინტერესდებიან.

კიდევ ერთი ახლობლის განცხადებით, თუკი „აზოვის“ მებრძოლებს მიატოვებენ, უკრაინას არ ექნება ნათელი მომავალი.