ავტორი:

"რუსული მითები საქართველოში ომისას 2008 წელს განადგურდა, შემდეგ დაიწყეს რეფორმები, რამაც ვერ მიიყვანა ტაქტიკური და საომარი შესაძლებლობების გაზრდამდე" - სამხედრო ექსპერტი

"რუსული მითები საქართველოში ომისას 2008 წელს განადგურდა, შემდეგ დაიწყეს რეფორმები, რამაც ვერ მიიყვანა ტაქტიკური და საომარი შესაძლებლობების გაზრდამდე" - სამხედრო ექსპერტი

რუსულმა არმიამ ვერ შეძლო დასახული ამოცანის შესრულება, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, აგილ რუსტამზადემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "რეზიუმეში“ განაცხადა.

მან ისაუბრა რუსული ჯარის პრობლემებზე და განაცხადა, რომ სინამდვილეში, რუსული მითები საქართველოში ომის დროს, 2008 წელს განადგურდა”.

როგორც ესპერტი აცხადებს,რუსეთი ომობს გასული საუკუნის ტაქტიკითა და სტრატეგიით.

"თქვენ მაშინ გაუწიეთ წინააღმდეგობა და გახდა ნათელი, რომ რუსეთის არმია არ არის ისეთი, როგორადაც ისინი თავს წარმოაჩენენ. 2008 წლის ომის შემდეგ რუსულ არმიაში დაიწყეს რეფორმები, მაგრამ როგორც აღმოჩნდა და როგორც ჩვენ ეს უკრაინაში ვნახეთ, რუსული არმიის რეფორმებმა ისინი ვერ მიიყვანა ვერც ტაქტიკური და ვერც საომარი შესაძლებლობების გაზრდამდე. რუსული არმია საბჭოთა არმიას ეყრდნობა. ის პრობლემები, რომლებიც ჰქონდა საბჭოთა არმიას, აქვს რუსულ არმიას. ეს არის კომუნიკაციის, კავშირგაბმულობის პრობლემები, პრობლემების დაზვერვისა და ლოჯისტიკის სფეროში. ყველა ეს გამოყოფილი პრობლემა რუსული არმიის პრობლემაცაა. იარაღმა, რომლითაც ასე ამაყობდა რუსეთი, ძალიან ცუდი შედეგები აჩვენა. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, მაგალითად, რაკეტა „კალიბრი“, მათ მაღალი სიზუსტის იარაღები არ აქვთ. ისინი ომობენ გასული საუკუნის ტაქტიკითა და სტრატეგიით, რომელსაც მესამე თაობის ომი ჰქვია, რომელიც მიმდინარეობს ტანკების, არტილერიისა და თვითმფრინავების გამოყენებით. შესაბამისად, წააწყდა რა უკრაინის არმიის გააფთრებულ წინააღმდეგობას და სწორ ტაქტიკურ მონახაზს, რუსულმა არმიამ ვერ შეძლო დასახული ამოცანის შესრულება.

ამ კონტექსტში, ომში გამარჯვებას სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთისთვის დასახული მიზნის მიუღწევლობა, ეს წაგებაა. მათ ვერ შეასრულეს პირველი ეტაპის ამოცანა, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდებას და სუმის, კიევის, ხარკოვის აღება იყო. მათ ვერ მიაღწიეს წარმატებას. ომის მეორე ეტაპზე ყველაფერი შეჩერდა. 9 მაისი მათ მონიშნეს, როგორც თარიღი, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის საზღვრებზე გასასვლელად. მათ ვერც აქ მიაღწიეს წარმატებას. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად იმის თქმა, რომ უკრაინულმა არმიამ მიაღწია სრულ საომარ გამარჯვებას, არ იქნება სწორი, რადგან რუსული არმია, მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, რეალურ საომარ ძალას მაინც წარმოადგენს. თუმცა, თუ შევხედავთ იმ კონტექსტში, რომ რუსულმა არმიამ ვერ შეასრულა, ვერც ერთი დასახული ამოცანა, ვერც პირველ და ვერც მეორე ეტაპზე, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი აგებს, მაგრამ უნდა მოხდეს იმის გათვლაც, რომ რუსეთი დიდი ქვეყანაა და მისი წაგების პროცესი შეიძლება გაგრძელდეს თვეების განმავლობაში, წლებიც კი“, - განაცხადა საამხედრო ექსპერტმა.

მისი თქმით, როდესაც დასავლეთი უკრაინას მასიური რაოდენობით მიაწვდის შესაბამის სამხედრო იარაღს, უკრაინა შეძლებს დაიწყოს გამარჯვება, ხოლო მტრის ჯარს კი დიდი დანაკარგები მოუტანოს.

სამხედრო ექსპერტის შეფასებით, რუსებმა თავიანთ გარემოცვაში უკვე დაიწყეს იმ იდეების გავრცელება, რომ ისინი დასავლეთს და ნატოს ებრძვიან, შესაბამისად, ეს ომი დიდხანს გაგრძელდება. ეს კი ნიშნავს, რომ „რუსეთში ხანგრძლივი ომისთვის განეწყვნენ.“

"საქმე იმაშია, რომ როცა ჩვენ გვქონდა ომი, იყო დღეები, როცა მოწინააღდეგე დღეში 300 ადამიანს კარგავდა, მაგრამ ჩვენი ფრონტი იყო ხერსონის ოლქის ნახევრის, ან მასზე ნაკლები ზომის. უკრაინას კი ფრონტი 200 კილომეტრზე მეტი სიგრძის აქვს. თქვენ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ რამდენ ხანს შეიძლება ეს ომი გაგრძელდეს. უკრაინას არ ჰყოფნის შორი დამიზნების დარტყმითი საშუალებები, არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა. მათ ძალიან დაეხმარებოდა კამიკაძე-დრონები. როდესაც უკრაინისთვის მასიური რაოდენობით შეძლებს დასავლეთი ამ საშუალებების გადაცემას, ერთი თვის, 45 დღის, 2 თვემდე პერსპექტივით, უკრაინა შეძლებს დაიწყოს გამარჯვება და მტრის ჯარს დიდი დანაკარგები მოუტანოს, ისეთი რომლის აღდგენასაც ვერ შეძლებენ. მაგრამ რასაც ახლა ხედავთ არის ის, რომ ისინი ანადგურებენ დღეში 400 ადამიანს, მაგრამ რუსეთი ახერხებს 1000 -2000 ადამიანით ჯარის შევსებას დღიურად ფარული მობილიზაციის შედეგად.

მათ 9 მაისს ეს ყველაფერი შეფუთეს, როგორც გამარჯვება, ქალაქების ხერსონისა და მარიუპოლის აღების გამოცხადებით. მათ ჩაატარეს სხვადასხვა ღონისძიება. მათ თავიანთ გარემოცვაში უკვე დაიწყეს იმ იდეების გავრცელება, რომ ისინი ებრძვიან დასავლეთს, ეომებიან ნატოს და ეს ომი გაგრძელდება დიდხანს. ისინი უკვე განეწყვნენ ხანგრძლივი ომისთვის. რუსული არმია რა თქმა უნდა დასუსტდა, დაკარგა საომარი ტექნიკის ნაწილი, მაგრამ ვთქვათ ასე, რომ დასუსტდა 20%-ით. და ამ სამხედროებს თვეების შემდეგ ოპერატიული პაუზა დასჭირდებათ. ოპერატიული პაუზის დასრულებამდე პოზიციური ომი იქნება, გადაადგილებებით და ტაქტიკური სვლებით. მაგრამ რუსეთი იძულებულია გააჟღეროს მესამე ეტაპის, ახალი მიზნები და ამოცანები, ასე რომ ახალი გამოწვევა და საფრთხეები უკრაინისთვის ერთი თვის-თვენახევრის შემდეგ გამოჩნდება. ორივე არმია დასუსტებულია და ორივე არმიას სჭირდება ოპერატიული პაუზა, რომ მწყობრში მოიყვანონ თავიანთი სამხედროები, ტექნიკა და რესურსები“, - აღნიშნა სამხედრო ექსპერტმა.