ავტორი:

"განადგურდა კიდევ ერთი რუსული გემი... შეტევა "ნეპტუნით" განხორციელდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია?

"განადგურდა კიდევ ერთი რუსული გემი... შეტევა "ნეპტუნით" განხორციელდა" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედია?

რუსულ გემზე უკრაინის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა "ნეპტუნით“ შეტევა განხორციელდა.

"უნიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტი სერგეი ვისოცკი წყაროებზე დაყრდნობით „ფეისბუკის“ გვერდზე წერს.

"ახლახანს დამიდასტურეს წყაროებმა. ჩვენმა "ნეპტუნმა" ღამით გაანადგურა კიდევ ერთი რუსული გემი“, - წერს ჟურნალისტი.

რუსეთის კიდევ ერთი ხომალდის დაკარგვის შესახებ მონაცემებს შეიცავს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის შემაჯამებელი მონაცემებიც.

ვისოცკის ინფორმაციით, საუბარია ხომალდ „ელბრუისის“, ან „ვსევოლოდ ბობროვის“ განადგურებაზე, რადგან რუსეთს ასეთი ტიპის გემი მხოლოდ ორი ჰყავს.

გემით კუნძულ ზმეინიმდე სამხედრო მომარაგება მიჰქონდათ, მათ შორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები.

„რუსეთი ცდილობს დაფაროს „ჩვენი ნეპტუნით“ კიდევ ერთი გემის განადგურების ფაქტი! მაგრამ არ გამოუვათ“ , - წერს ვისოცკი.

კიდევ ერთი მედიასაშუალების მთავარი რედაქტორი ანდრეი კლიმენკო წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს „ვსევოლოდ ბობროვი“, რომელიც მისი თქმით, ახალი გემია, რომელიც რუსეთმა ბალტიის ზღვაში 7 იანვარს გადაისროლა.

მისივე ინფორმაციით, შეტევის შედეგად, გემი დაიწვა.