ავტორი:

"რამდენიმე ათასი უკრაინელი" ე.წ. ფილტრაციის ცენტრებშია გაგზავნილი - რუსეთის ჯარები ამუშავებენ და კითხავენ მათ" - მარკ კარპენტერი

"რამდენიმე ათასი უკრაინელი" ე.წ. ფილტრაციის ცენტრებშია გაგზავნილი - რუსეთის ჯარები ამუშავებენ და კითხავენ მათ" - მარკ კარპენტერი

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ს ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ ,,მინიმუმ რამდენიმე ათასი უკრაინელი" რუსეთში, ე.წ. ფილტრაციის ცენტრებშია გაგზავნილი. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

"ამ ე.წ. ,,ფილტრაციის" პროცესის დროს, რუსეთის ჯარები ამუშავებენ და კითხავენ დაკავებულ უკრაინელ მოქალაქეებს, რათა ამოიცნონ უკრაინის მთავრობასთან ან სამხედროებთან კავშირის მქონე პირები, ასევე "პროუკრაინული" მსჯავრდებული პირები", - ნათქვამია კარპენტერის განცხადებაში.

კარპენტერის თქმით, მარიუპოლის მაცხოვრებლები თავშესაფრებისან გამოასახლეს, აიძულეს ,,ფილტრაციის ბანაკებისკენ" მიმავალ ავტობუსებში ჩამსხდარიყვნენ ისე, რომ არ ეუბნებოდნენ სად მიდიოდნენ.

,,მრავალი თვითმხილველის ჩვენება მიუთითებს იმაზე, რომ ,,გაფილტვრა" ადამიანების ცემასა და წამებას გულისხმობს, რათა დადგინდეს, აქვთ თუ არა მათ მცირედი ერთგულება უკრაინის სახელმწიფოს მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.