ავტორი:

"რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე მსოფლიოში ყველასთვის აშკარაა - ჩვენი ამოცანაა ვიბრძოლოთ, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ" - ზელენსკი

"რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე მსოფლიოში ყველასთვის აშკარაა - ჩვენი ამოცანაა ვიბრძოლოთ, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ" - ზელენსკი

რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე მსოფლიოში ყველასთვის აშკარაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის ამოცანაა იბრძოლონ, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ.

"რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე მსოფლიოში ყველასთვის აშკარაა და მათთვისაც, ვინც კვლავ აგრძელებს მათთან ურთიერთობას. რუსეთს უბრალოდ არ აქვს გამბედაობა, რომ ეს აღიაროს, ისინი მშიშრები არიან და ისინი ცდილობენ დამალონ სიმართლე სარაკეტო, საჰაერო და საარტილერო დარტყმების მიღმა, ამიტომ ჩვენი ამოცანაა ვიბრძოლოთ მანამ, სანამ ამ ომში ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ. გაათავისუფლეთ ჩვენი მიწა, ჩვენი ხალხი და საიმედოდ უზრუნველყავით ჩვენი უსაფრთხოება", - განაცხადა ზელენსკიმ.