ავტორი:

"აზოვსტალიდან" მებრძოლების ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს" - უკრაინის ვიცე-პრემიერი

"აზოვსტალიდან" მებრძოლების ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს" - უკრაინის ვიცე-პრემიერი

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან სამხედროების ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საევაკუაციო გეგმის შემუშავება, რაშიც ჩართულია გაერო და წითელი ჯვარიც.

"დავიწყეთ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი „აზოვსტალიდან“ ევაკუაციის სპეცოპერაციის საგზაო რუკის შესახებ. დავიწყებთ მძიმედ დაჭრილებით. არის წითელი ჯვარი, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ხვდებიან რუსებს. ასევე, მოვილაპარაკეთ გაერო-სთან. ჩვენ გვინდა დოკუმენტის გაფორმება, თუ როგორ მოხდება "აზოვსტალიდან“ ევაკუაცია და ვემზადებით ხელმოსაწერად. ამ რაუნდში შუამავალი არის თურქეთი“, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ „აზოვის“ პოლკის მებრძოლთა ოჯახებმა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს წერილით მიმართეს და მოუწოდეს, გამოიჩინოს გმირობა და განახორციელოს ქარხანაში დარჩენილი ყველა მებრძოლის ევაკუაციის პროცედურის ინიცირება. მებრძოლთა ოჯახებმა 1.5 მილიონი ხელმოწერა შეაგროვეს, რომელიც „აზოვის“ მებრძოლების“ ქარხნიდან გამოყვანის მოთხოვნას ეხება.