ავტორი:

21 წლის რუსი ჯარისკაცი, რომელსაც ომის დანაშაულისთვის კიევში პირველს გაასამართლებენ - ბრალდება: მან განზრახ მოკლა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა

21 წლის რუსი ჯარისკაცი, რომელსაც ომის დანაშაულისთვის კიევში პირველს გაასამართლებენ - ბრალდება: მან განზრახ მოკლა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა

კიევის სასამართლოში მალე ომის დანაშაულის პირველი სასამართლო პროცესი გაიმართება. რუსი ჯარისკაცის საქმე მხოლოდ ერთ-ერთია იმ 11 000 დანაშაულიდან, რომელიც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა დაარეგისტრირა.

ბრალდებული, რომელიც კიევის რაიონულ სასამართლოში წარდგება, კანტემიროვსკაიას სატანკო დივიზიონის 21 წლის მეთაური ვადიმ შისიმარინია. ბრალდების მტკიცებით, სერჟანტი შისიმარინი სუმის რეგიონში იბრძოდა, როცა მან 28 თებერვალს, სოფელ ჩუპახიევკაში მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა. მანამდე კი მან ცეცხლი გაუხსნა ავტომობილს, რომელსაც სამოქალაქო პირი მართავდა და გაიტაცა მისი ავტომობილი ოთხ სხვა თანამებრძოლთან ერთად, რათა თავი დაეღწია უკრაინელი სამხედროების თავდასხმისთვის. პროკურორების თქმით, შისიმარინმა სწორედ ამის მერე ესროლა და ადგილზე მოკლა 62 წლის მამაკაცი, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა და ტელეფონზე საუბრობდა. მან ეს, სავარაუდოდ, ზემდგომთა იმ ბრძანების შედეგად გააკეთა, რომლის თანახმადაც, რუს ჯარისკაცებს უნდა დაეხოცათ მშვიდობიანი მოქალაქეები, რათა მათ რუსი სამხედროების ადგილსამყოფლის შესახებ უკრაინელი მებრძოლებისთვის არ ეცნობებინათ.

უკრაინის პროკურორის სპიკერმა თქვა, რომ გამომძიებლებმა საკმარისი მტკიცებულება შეაგროვეს რუსი სერჟანტის წინააღმდეგ და ომის კანონების დარღვევის და განზრახ მკვლელობისთვის მას 10-დან 15 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ომის დანაშაულის კიდევ ორი სხვა საქმე, უკრაინის სასამართლოში რამდენიმე დღეში განიხილება, მათ შორის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებული რუსი ჯარისკაცის, მიხეილ რომანოვის სასამართლო პროცესი მისი დასწრების გარეშე გაიმართება.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა