ავტორი:

"ჯერ იჯარით აღებული თვითმფრინავები მოიპარეს, შემდეგ უნიტაზები და საცვლები, კიდევ რამდენად დაეცემა მოსკოვი?!" - მიხაილო პოდოლიაკი

"ჯერ იჯარით აღებული თვითმფრინავები მოიპარეს, შემდეგ უნიტაზები და საცვლები, კიდევ რამდენად დაეცემა მოსკოვი?!" - მიხაილო პოდოლიაკი

მოიპარეს უკრაინის მარცვლეული სირიასა და ლიბანში გასაყიდად. რამდენად დაბლა დაეცემა მოსკოვი? - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა "ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა.

მისი თქმით, აქამდე რუსი ჯარისკაცები უნიტაზებსა და საცვლებს იპარავდნენ.

"თაღლითთა და ქურდთა პარტია“ ბარბაროსებისა და მძარცველების ქვეყნად იქცა. ჯერ იჯარით აღებული თვითმფრინავები მოიპარეს, შემდეგ უნიტაზები და საცვლები. ახლა მათ მოიპარეს უკრაინის მარცვლეული სირიასა და ლიბანში გასაყიდად. რამდენად დაბლა დაეცემა მოსკოვი? მოიპარავენ უკრაინელ ვეტერანთა მედლებს?“,- განაცხადა პოდოლიაკმა.