ავტორი:

"ოკუპანტები მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ "აზოვსტალს", ახლა ქარხნის ტერიტორიის შტურმი ქვეითების დახმარებით გრძელდება" - "აზოვის" მეთაურის მოადგილე

"ოკუპანტები მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ "აზოვსტალს", ახლა ქარხნის ტერიტორიის შტურმი ქვეითების დახმარებით გრძელდება" - "აზოვის" მეთაურის მოადგილე

მთელი ღამის განმავლობაში რუსი ოკუპანტები "აზოვსტალის“ ტერიტორიაზე საარტილერიო და საჰაერო თავდასხმას ახორციელებდნენ. ახლა მეტალურგიულ ქარხანაზე რუსი ქვეითების შეტევაა, - ამის შესახებ ინფორმაციას "აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი ავრცელებს.

"დაბომბვა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, საავიაციო და საარტილერიო.

ახლა ქარხნის ტერიტორიის შტურმი ქვეითების დახმარებით გრძელდება. ქვეითები შტურმს ჯავშანტექნიკისა და ტანკების მეშვეობით ახორციელებენ“,- განაცხადა პალამარმა.