ავტორი:

"ევროკავშირი აგრესიულ მებრძოლ მოთამაშედ გადაიქცა, რომელიც ევროპის კონტინენტის მიღმა ამბიციებს აცხადებს" - სერგეი ლავროვი

"ევროკავშირი აგრესიულ მებრძოლ მოთამაშედ გადაიქცა, რომელიც ევროპის კონტინენტის მიღმა ამბიციებს აცხადებს" - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მიზნად ისახავს ნატო-ს მაგალითზე თავისი წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციების აღებას და ევროპული გაერთიანება ნატოდ გადაიქცევა.

"უკრაინის ხელისუფლება მზად არის ნეიტრალური სტატუსისთვის ნატო-სა და სხვა სამხედრო ბლოკების მიღმა გარანტიების მიღების პირობით, მაგრამ ამავდროულად ყველანაირად ცდილობს ხაზი გაუსვას ევროკავშირის წევრობას. კიევის სურვილი სერიოზულ ეჭვებს აჩენს ევროკავშირი კონსტრუქციული ეკონომიკური პლატფორმიდან გადაიქცა აგრესიულ მებრძოლ მოთამაშედ, რომელიც უკვე აცხადებს ამბიციებს ევროპის კონტინენტის მიღმა“, - განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა მაგალითად მოიყვანა ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლა ტოკიოში ევროკავშირი-იაპონიის სამიტზე.

"ურსულა ფონ დერ ლეიენმა აგრესიული კლასიკური სტილით განაცხადა, რომ ევროკავშირს აქვს ვალდებულება აქტიური როლი ითამაშოს წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში”,-განაცხადა მან.