ავტორი:

"მოსკოვს სურს, სამხრეთ კავკასია მშვიდობის, მდგრადი განვითარების და კეთილდღეობის ზონად გადაიქცეს“ - სერგეი ლავროვი

"მოსკოვს სურს, სამხრეთ კავკასია მშვიდობის, მდგრადი განვითარების და კეთილდღეობის ზონად გადაიქცეს“ - სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მოსკოვის ინტერესია "სამხრეთ კავკასია გადაიქცეს მშვიდობის, მსგრადი განვითარების და კეთილდღეობის ზონად.“ ამის შესახებ ლავროვმა დუშანბეში სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან და არარატ მირზოიანთან შეხვედრისას განაცხადა.

ლავროვის თქმით, რუსეთი ასევე დაინტერესებულია ბაქოსა და ერევანს შორის ურიერთობის ნორმალიზებით.

"ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ სამხრეთ კავკასია გადაიქცეს მშვიდობის, მდგრადი განვითარების და კეთილდღეობის ზონად“, - აცხადებს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.