ავტორი:

რატომ არ მიიწვიეს საქართველო "დიდი შვიდეულის" შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინის, მოლდოვისა და ინდონეზის წარმომადგენლები ესწრებოდნენ - გერმანიის საელჩოს განმარტება

რატომ არ მიიწვიეს საქართველო "დიდი შვიდეულის" შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინის, მოლდოვისა და ინდონეზის წარმომადგენლები ესწრებოდნენ - გერმანიის საელჩოს განმარტება

საქართველოში გერმანიის საელჩო განმარტავს, რატომ არ იყო მიწვეული საქართველო "დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელსაც უკრაინა, მოლდოვა და ინდონეზია ესწრებოდნენ.

"ინდონეზია "დიდი ოცეულის“ თავმჯდომარე ქვეყანაა 2022 წელს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიეს მის ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამო, მოლდოვის რესპუბლიკა კი ამ ომის უშუალო გავლენის, მათ შორის მოლოდოვაში უკრაინელ ლტოლვილთა ძალიან დიდი რაოდენობის გამო“, - აცხადებენ გერმანიის საელჩოში.

ცნობისთვის, "დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები გერმანიაში შეხვედრას სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე მართავენ. სამიტი ორდღიანია და ხვალ დასრულდება.