ავტორი:

"უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი დაძაბულობა ჩემთვის პიროვნული ტრაგედიის ტოლფასია - ყველაფერს ვიღონებ, რომ პრობლემები მოიხსნას" - მიხეილ სააკაშვილი

"უკრაინასა და საქართველოს შორის ნებისმიერი დაძაბულობა ჩემთვის პიროვნული ტრაგედიის ტოლფასია - ყველაფერს ვიღონებ, რომ პრობლემები მოიხსნას" - მიხეილ სააკაშვილი

"უკრაინა და საქართველო ორივე ჩემი ქვეყანაა და მათ შორის ნებისმიერი დაძაბულობა ჩემთვის პიროვნული ტრაგედიის ტოლფასია, ამიტომ ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ პრობლემები მოიხსნას", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც Facebook-ზე, მის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

როგორც სააკაშვილი წერს, "უკრაინას ახლა სჭირდება რაც შეიძლება სწრაფად გამარჯვება, რომელშიც ყველანი დარწმუნებული ვართ და შემდგომი მძლავრი განვითარება".

"საქართველოს სჭირდება მშვიდობა და ასევე სწრაფი განვითარება უკრაინასთან ერთად. თანადგომას და წინსვლას ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნია",- ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.