ავტორი:

"მეცნენ ველურებივით, ხელების გადაგრეხვით, მანქანაში ჩატენვით და ძალადობის გზით გამიტაცეს" - რას წერს ოზურგეთის საკრებულოს წევრი

"მეცნენ ველურებივით, ხელების გადაგრეხვით, მანქანაში ჩატენვით და ძალადობის გზით გამიტაცეს" - რას წერს ოზურგეთის საკრებულოს წევრი

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ოზურგეთის საკრებულოში, თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს ოზურგეთში მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის რამდენიმე კითხვის დასმა უნდოდა, თუმცა პოლიციელებმა მას ამის შესაძლებლობა არ მისცეს. ვრცელდება ვიდეოკადრებიც, სადაც ჩანს თუ როგორ სვამენ მას სამართალდამცველები პოლიციის მანქანაში.

"დღეს ერთადერთი მიზნით ვიყავი იქ, როგორც ოზურგეთის საკრებულოს წევრი და ოზურგეთელი ადამიანების წარმომადგენელი . მქონდა ლეგიტიმური შეკითხვები პრემიერ-მინისტრთან ოზურგეთლების პრობლემებთან დაკავშირებით, რომ ოზურგეთელებს უკიდურესად უჭირთ, უამრავი პრობლემაა ოზურგეთში, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე, ეკონომიკური - აი ამ შეკითხვებზე მარტო ერთ საკრებულოს წევრი, ისე რომ არც აქცია იყო (მიუხედავად იმისა, რომ ამის კანონიერი უფლება გვაქვს) ვიდექი მარტო და მეცნენ ველურებივით, ხელების გადაგრეხვით, მანქანაში ჩატენვით და ძალადობის გზით გამიტაცეს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე,არაადამიანურად იქცეოდნენ პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ზონდერები, რომლებიც არცხვენენ პოლიციის ღირსებას, მუნდირსა და სახელს.

ისინი არ იცავენ კანონს, ისინი ემსახურებიან რუს ოლიგარქს და მის მარიონეტ ღარიბაშვილს. სანამ ღარიბაშვილი მოვიდოდა, რამდენიმე წუთით ადრე დამესხნენ თავს, სრულიად უმიზეზოდ ეს არის რუსული მილიციის სახე, ეს ადამიანები არიან: გიორგი შარაშენიძე, შამილ თავდგირიძე, ირაკლი ცქვიტინიძე და დავალების გამცემი კოკა მაისურაძე.

ამ ადამიანებს უნდა იცნობდეს მთელი საქართველო .აუცილებლად გავაგრძელებ უსამართლობასთან ბრძოლას, დღეს კიდევ ერთხელ ჩემი თვალით დავრწმუნდი მათ ძალადობრივ ქმედებებში", - წერს თათია ნიკოლაშვილი.