ავტორი:

"ჩვენ ევროპიდან ჩამოვედით..." - ბათუმში სანაპიროზე პირველი დამსვენებლები გამოჩდნენ: ფოტორეპორტაჟი ზღვისპირა ქალაქიდან

"ჩვენ ევროპიდან ჩამოვედით..." - ბათუმში სანაპიროზე პირველი დამსვენებლები გამოჩდნენ: ფოტორეპორტაჟი ზღვისპირა ქალაქიდან

ბათუმის სანაპიროზე ტურისტული სეზონის გახსნა უკვე შეინიშნება. ადგილობრივებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები ზღვაში უკვე ბანაობენ. როგორც ტურისტებმა განაცხადეს, ზღვისპირა ბათუმი წელიწადის ნებისმიერ დროს მიმზიდველია.

"ჩვენ ევროპიდან ჩამოვედით და ბათუმში რამდენიმე დღე დავრჩებით, მოგვწონს სანაპირო, აქ შეგიძლია მიიღო რუჯი და ასევე, აქვე ახლოს იმოგზაურო მთიან აჭარაში, დააგემოვნო ტრადიციული კერძები.

ამბობენ, რომ ქართველი ხალხი სტუმარმასპინძლობით გამოირჩევიანო და მართლაც ასეა, ბედნიერები ვართ, რომ სამოგზაუროდ აჭარა - ბათუმი ავირჩიეთ. მცხუნვარე მზეა, რაც გვაბედნიერებს და სანაპიროზე ვიმყოფებით, ვტკბებით ზღვითა და ბათუმის ხედებით" - გვიამბეს ბათუმის სანაპიროზე მყოფმა ტურისტებმა.

ფოტოებო: მარიკო კეკელიძე