ავტორი:

"ქართული ოცნებამ"  ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა - ვინ იქნებიან ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობაში?

"ქართული ოცნებამ"  ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა - ვინ იქნებიან ორგანიზაციის გამგეობის შემადგენლობაში?

"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე ორგანიზაციის გამგეობა და საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეები დაამტკიცეს.

" ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციას დასამტკიცებლად წარედგინა ორგანიზაციის გამგეობა შემდეგი შემადგენლობით:

1.ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე;

2.თეა წულუკიანი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი;

3.მაკა ბოჭორიშვილი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;

4.მარიამ ქვრივიშვილი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

5.თეა ახვლედიანი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში;

6.მაია ბითაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე;

7.ელისო ბოლქვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე;

8.რიმა ბერაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, პარტიის ჩუღურეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქალთა ორგანიზაციის თბილისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;

9.ირმა ზავრადაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, პარტიის დიდუბის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;

10.ეკა სეფაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

11.თამარ ტალიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

12.ხატია წილოსანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

13.მარიამ ლაშხი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

14.მაია მენაღარიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

15.ქეთევან დუმბაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

16.ნინო იობაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;

17.ბაია კვიციანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი;

18.ნინო ლაცაბიძე, ქალაქ რუსთავის მერი, ქალთა ორგანიზაციის ქვემო ქართლის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;

19.თინათინ ხანჯალიაშვილი, თელავის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, ქალთა ორგანიზაციის კახეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;

20.მაცაცო ნარიმანიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, ქალთა ორგანიზაციის მცხეთა-მთიანეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;

21.თამარ მურალოვა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალთა ორგანიზაციის შიდა ქართლის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;

22.ინა კაპანაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ქალთა ორგანიზაციის სამცხე-ჯავახეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;

23.თინათინ ზოიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ქალთა ორგანიზაციის აჭარის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;

24.ნათია გოლიაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ქალთა ორგანიზაციის გურიის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;

25.ნანა ხუფაცარია, ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ქალთა ორგანიზაციის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;

26.მარეხ ნიჟარაძე, ქუთაისის საკრებულოს წევრი და საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ქალთა ორგანიზაციის იმერეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;

27.ქრისტინა კობახიძე, ქალთა ორგანიზაციის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;

28.ანივარდ მოსოანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი;

29.ნიგარ ორუჯოვა, წარმომადგენელი აზერბაიჯანული თემიდან ქალთა ორგანიზაციის გამგეობაში;

30.ნაირა მარშანია, წარმომადგენელი აფხაზეთიდან ქალთა ორგანიზაციის გამგეობაში;

31.მაია ცოტნიაშვილი, წარმომადგენელი ცხინვალის რეგიონიდან ქალთა ორგანიზაციის გამგეობაში.