ავტორი:

"მგონი, ეს არის მისი პირველი სწორი შეფასება - ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ სისხლისმღვრელი ახალი ომი აფხაზებთან და ოსებთან" - კობახიძე არესტოვიჩზე

"მგონი, ეს არის მისი პირველი სწორი შეფასება - ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ სისხლისმღვრელი ახალი ომი აფხაზებთან და ოსებთან" - კობახიძე არესტოვიჩზე

მე მგონი, ეს არის მისი პირველი სწორი შეფასება. ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ სისხლისმღვრელი ახალი ომი აფხაზებთან და ოსებთან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, "საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ცხინვალში შესვლა შეძლოს“.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ნებისმიერი ესკალაცია აიცილოს.

"მე მგონი, ეს არის მისი პირველი სწორი შეფასება. ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ სისხლისმღვრელი ახალი ომი აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ესკალაცია. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებში და რა თქმა უნდა, ამ ინტერესების მიხედვით ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.