ავტორი:

"არის კიდევ ერთი ადამიანი, რომლისთვისაც უარის თქმა პუტინს ძალიან გაუჭირდება" - რა მიმართვას უგზავნიან "აზოველების" ოჯახის წევრებმა ჩინეთის  პრეზიდენტს?

"არის კიდევ ერთი ადამიანი, რომლისთვისაც უარის თქმა პუტინს ძალიან გაუჭირდება" - რა მიმართვას უგზავნიან "აზოველების" ოჯახის წევრებმა ჩინეთის  პრეზიდენტს?

"აზოვსტალში“ გამაგრებული უკრაინელი მებრძოლების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს მარიუპოლის დამცველების გადარჩენის პროცესში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ მათ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც ერთ-ერთი მებრძოლის მეუღლემ ნატალია ზარიცკაიამ აღნიშნა, „აზოვსტალს“ ბომბავენ ზღვიდან, ხმელეთიდან და ჰაერიდან „ყველა შესაძლო ტიპის იარაღიდან“, მათ შორის აკრძალულიდან. მან მსოფლიოს მოუწოდა, არ იყვნენ ჩუმად და შეაჩერონ ეს თავდასხმა, რადგან სხვა შემთხვევაში „მთელი მსოფლიო შეიძლება გადაიქცეს „აზოვსტალად“.

„დღეს მსოფლიოში, ყველა მოლაპარაკების შემდეგ, არის კიდევ ერთი ადამიანი, რომლისთვისაც უარის თქმა პუტინს ძალიან გაუჭირდება. ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერსა და კეთილშობილ ჩინეთს შეუძლია არც თუ ისე მსუბუქი გადაწყვეტილებები ღირებულებებისთვის, კეთილდღეობისთვის. ჩვენ ვთხოვთ ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს გამოავლინოს დიდი სიყვარული, დიდი მზრუნველობა მსოფლიო ფასეულობებისადი და ჩაერთოს მარიუპოლის მცველების გადარჩენის პროცესში“,- განაცხადა ნატალია ზარიცკაიამ.