ავტორი:

"მოსკოვის მუქარა აღარავის აინტერესებს, ნატო-ს საზღვრები სანქტ-პეტერბურგის მისადგომებამდე მივა" - მიხაილო პოდოლიაკი

"მოსკოვის მუქარა აღარავის აინტერესებს, ნატო-ს საზღვრები სანქტ-პეტერბურგის მისადგომებამდე მივა" - მიხაილო პოდოლიაკი

მოსკოვის მუქარა აღარავის აღარ აინტერესებს, ნატო-ს საზღვრები სანქტ-პეტერბურგის მისადგომებამდე მივა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ განაცხადა.

"რუსეთი საბოლოოდ მთელ მსოფლიოს მობეზრდა, მოსკოვის მუქარები უკვე აღარავის აღარ აინტერესებს. ნატო-ს საზღვრები სანქტ-პეტერბურგის მისადგომებამდე მივა“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

მისი განმარტებით, სწორედ ასე შეიძლება ითარგმნოს ფინეთის პრეზიდენტის საულ ნიინისტეს საუბარი რუსეთი პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიპლომატიურიდან ჩვეულებრივ ენაზე.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ რეალობაში, ბატონო პუტინ,- განაცხადა პოდოლიაკმა.