ავტორი:

"ევროვიზიაზე" საქართველოდან უკრაინას ჟიურიმ 6 ქულა გადასცა, თუმცა საზმაუში ამბობენ, რომ მას12 ქულა დაუწერეს - რა მოხდა კონკურსზე?

"ევროვიზიაზე" საქართველოდან უკრაინას ჟიურიმ 6 ქულა გადასცა, თუმცა საზმაუში ამბობენ, რომ მას12 ქულა დაუწერეს - რა მოხდა კონკურსზე?

"ევროვიზია 2022"-ის გამარჯვებული უკრაინა გახდა. "კალუშის“ ბენდი 631 ქულით პირველ ადგილზე გავიდა.

კონკურსანტებს შორის ფავორიტს ჟიური და მაყურებელი ცალ-ცალკე ირჩევდა.

საქართველოდან, ქართველი ხალხისგან უმაღლესი, 12 ქულა სწორედ უკრაინას გადაეცა, თუმცა ქართველი ჟიურისგან, როგორც პირდაირ ეთერში ყველამ იხილა, უკრაინელმა კონკურსანტმა მხოლოდ 6 ქულა მიიღო.

აღნიშნულს სოციალური ქსელების ქართულ სივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საზოგადოების ნაწილმა ქართველი ჟიური, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, მწვავედ გააკრიტიკა, რასაც "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადებით უპასუხა.

  • საზმაუში აცხადებენ, რომ რეალურად, საქართველოდან ჟიურიმაც ყველაზე მაღალი შეფასება, 12 ქულა, უკრაინას მისცა და ამის დამადასტურებლად ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტიც არსებობს:

"ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს", - ნათქვამია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.