ავტორი:

"დაჭრილი იყო, მაგრამ არ გაჩერდა, ბოლომდე არ უმკურნალია, ისევ დაბრუნდა" - უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რატი შურღაია დაიღუპა

"დაჭრილი იყო, მაგრამ არ გაჩერდა, ბოლომდე არ უმკურნალია, ისევ დაბრუნდა" - უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რატი შურღაია დაიღუპა

უკრაინის ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია დაიღუპა.ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შურღაიამ ერთ-ერთი ბრძოლის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო და კანტუზია განუვითარდა, მაგრამ მკურნალობის კურსი ბოლომდე არ ჩაუტარებია და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება გააგრძელა, რის გამოც მდგომარეობის გართულების შემდეგ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

"რატი დაჭრილი იყო, ცოტა იმკურნალა კიევში, მაგრამ არ გაჩერდა, ბოლომდე არ უმკურნალია, ისევ დაბრუნდა და აი რა მოხდა. კანტუზიაც ჰქონდა და ძალიან ცუდად იყო, ყოველდღე ვურეკავდი, გადასხმებს ვიკეთებო, ახლა უკან უნდა დავბრუნდეო, წავიდა უკან და ეს მოხდა“, - აცხადებს შურღაიას ოჯახის ახლობელი.

ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთთან ომში 11 ქართველი დაიღუპა. დაღუპული ქართველი მებრძოლები არიან: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე და ტატო ბიგვავა.