ავტორი:

"მილიონობით ადამიანი შიმშილით მოკვდება თუ რუსეთი არ დაუშვებს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ბლოკირებული პორტებიდან" - "დიდი შვიდეული"

"მილიონობით ადამიანი შიმშილით მოკვდება თუ რუსეთი არ დაუშვებს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ბლოკირებული პორტებიდან" - "დიდი შვიდეული"

რუსეთის მიერ შავი ზღვის ბლოკადა მთელ მოსახლეობას შიმშილისკენ უბიძგებს. მილიონობით ადამიანი შიმშილით მოკვდება თუ რუსეთი არ დაუშვებს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს ბლოკირებული პორტებიდან, - ამის შესახებ "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს.

"რუსეთის არაპროვოცირებულმა და წინასწარგანზრახულმა აგრესიულმა ომმა გააუარესა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივა საკვების, საწვავისა და ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდით. რუსეთთან ერთად, რომელიც ბლოკავს უკრაინის მარცვლეულის გასასვლელ მარშრუტებს, ახლა მსოფლიო დგას სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვების მდგომარეობის გაუარესების წინაშე. ეს იმ დროს, როდესაც 43 მილიონი ადამიანი უკვე ერთი ნაბიჯით იყო დაშორებული შიმშილისგან“, - აღნიშნულია "დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინა მსოფლიოში ხორბლისა და სიმინდის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი ქვეყანაა. ამ თვის დასაწყისში გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორმა მარტინ ფრიკმა განაცხადა, რომ უკრაინის პორტებში დაახლოებით 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული ბლოკირებულია.