ავტორი:

"საქართველოს ხელმძღვანელობა მიწვეული იქნება სამიტზე - საქართველო არის გაძლიერებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორი" - ნატო-ს გენმდივნის მოადგილე

"საქართველოს ხელმძღვანელობა მიწვეული იქნება სამიტზე - საქართველო არის გაძლიერებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორი" - ნატო-ს გენმდივნის მოადგილე

საქართველოს ხელმძღვანელობა მიიღებს მოწვევას ნატო-ს სამიტზე, რომელიც მადრიდში ივნისის ბოლოს გაიმართება. ამის შესახებნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ ჟურნალისტებს ბერლინში, ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება ღია კარის პოლიტიკის ფარგლებში მიიღეს.

"ნატო ყოველთვის პატივს სცემს ერების უფლებას აირჩიონ საკუთარი გზა. საქართველო არის გაძლიერებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორი, რომელთანაც ნატო-ს ხანგრძლივი თანამშრომლობა აქვს", - განაცხადა მირჩა ჯოანამ და უპასუხა ქართველი ჟურნალისტის კითხვებს.

„შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა მიწვეული იქნება ნატო-ს სამიტზე“, - დასძინა მან.