ავტორი:

"სამაგიეროდ მომავალ წელს "ევროვიზია" რუსეთში ჩატარდება..." - როგორ ეხმაურება კონკურსში უკრაინის გამარჯვებას მარგარიტა სიმონიანი

"სამაგიეროდ მომავალ წელს "ევროვიზია" რუსეთში ჩატარდება..." - როგორ ეხმაურება კონკურსში უკრაინის გამარჯვებას მარგარიტა სიმონიანი

თინა კანდელაკის შემდეგ, "ევროვიზიაზე" უკრაინის გამარჯვებას პუტინის რეჟიმის კიდევ ერთი მეხოტბე და პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ეხმაურება.

სიმონიანმა "ტელეგრამის" საკუთარ არხზე უკრაინის გამარჯვების შესახებ ცნობა გააზიარა და დააწერა "სამაგიეროდ მომავალ წელს "ევროვიზია" რუსეთში ჩატარდება" - ეს საუკეთესო კომენტარია მკითხველისგან" .

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის კონკურსში გამარჯვებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს უკრაინა მესამედ უმასპინძლებს "ევროვიზიას". სავარაუდოდ, ზელენსკის აღნიშნული განცხადება გახდა სიმონიანის პოსტის ინსპირაცია.

კრემლის ცნობილი პროპაგანდისტებიდან სიმონიანი არ ყოფილა ერთადერთი, ვინც უკრაინის წარმატებამ გააღიზიანა. მაგალითად, თინა კანდელაკმა უკმაყოფილება ვერ დამალა და "ევროვიზია" გალანძღა.

"ევროვიზიამ დაამტკიცა, რომ ყალბი კულტურა შეიძლება იყოს უსაზღვრო.

ყალბი ევროვიზია - რა იქნება შემდეგი? შეგიძლიათ უკრაინას წინასწარ მიანიჭოთ ყველა პრიზი: ზელენკის ოსკარიდან დაწყებული, ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულებით დამთავრებული." - დაწერა მან "ტელეგრამის" საკუთარ არხზე.