ავტორი:

"კარი" მარსზე - პლანეტაზე სიცოცხლის ნიშანწყალი თუ მორიგი ილუზია?

"კარი" მარსზე - პლანეტაზე სიცოცხლის ნიშანწყალი თუ მორიგი ილუზია?

წინა კვირას მარსზე გაშვებული "როვერის" (რობოტის) მიერ გადაღებული ფოტო, რომელზეც კარი ჩანს, შეთქმულების თეორიების მთავარი წყარო გახდა. ერთი შეხედვით, "ნასას" გამოქვეყნებული ფოტო, რომელიც წითელ პლანეტაზეა გადაღებული, ქვაზე გამოჭრილ კარს ჰგავს. ამის გამო, უკვე ბევრი ალაპარაკდა შესაძლებლობაზე, რომ წითელ პლანეტაზე უცხოპლანეტელების სიცოცხლის ნიშნების პირველი მტკიცებულება აღმოაჩინეს.

Curiosity როვერი

იმ დროის განმავლობაში, რაც ადამიანებმა კოსმოსის საფუძვლიანი შესწავლა დაიწყეს, მრავალი ისეთი რამის არსებობაზე გაგვჩენია ეჭვი, რაც რეალურად სრულიად განსხვავებული რამაა. მაგალითად, მისტიკური ქოხი, რომელიც ჩინელმა მეცნიერებმა მთვარეზე შენიშნეს, საბოლოოდ, ქვის დიდი ლოდი აღმოჩნდა. მარსის "კარების" ფოტოსაც მოეძებნება ახსნა და ეს შესამჩნევია, თუ ფოტოს კარგად დავაკვირდებით, - გვეუბნებიან მეცნიერები.

"ფოტოზე ვხედავთ ნიშნებს, რომ ეს ერთი შეხედვით "კარი", ჩვეულებრივი გეოლოგიური პროცესების შედეგადაა მიღებული", - ამბობს პროფესორი სანჯეევ გუპტა The Daily Telegraph - თან. კარის შიგნით ღრმა ნაპრალი ან ბზარი ჩანს, რაც ქვის დაზიანებაზე მიუთითებს - ეს მარსზეც ხშირად ხდება და დედამიწაზეც. მეცნიერების თქმით, ფოტოზე საერთოდ არაფერია უჩვეულო და ეს ნაპრალი ნორმალური გეოლოგიური პროცესის შედეგია. ნასას თქმით, პერსპექტივის გამოა, რომ ნაპრალი სრული ზომის კარს წააგავს. სინამდვილეში, ეს ასე იმიტომ მოხდა, რომ გამოსახულება უკიდურესადაა გადიდებული. რეალურად, ეს პატარა ნაპრალია კლდეში, რომელიც სიგანეში 30, ხოლო სიგრძეში - 45 სანტიმეტრის სიმაღლისაა.

სასიხარულო ამბავი კი ისაა, რომ Curiosity როვერი კვლავ აგრძელებს მარსზე სიცოცხლის ძიებას და კიდევ მინიმუმ ორი წელი დასჭირდება პლანეტაზე ექსპედიციის დასასრულებლად.

წყარო: news.sky.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა