ავტორი:

"სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, მთელი გარნიზონი ასრულებს უმაღლესი მთავარსარდლობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას" - "აზოვის" მეთაური

"სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, მთელი გარნიზონი ასრულებს უმაღლესი მთავარსარდლობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას" - "აზოვის" მეთაური

"აზოვის“ პოლკის მეთაურის, ვიცე-პოლკოვნიკის დენის პროკოპენკოს განცხადებით, მიუხედავად ყველა სირთულისა, მარიუპოლის დამცველებმა ბრძანება შეასრულეს.

დენის პროკოპენკო ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ისინი 82 დღის განმავლობაში იგერიებდნენ მოწინააღმდეგის უმაღლეს ძალებს და უკრაინის არმიას მისცეს შესაძლებლობა გადაჯგუფებულიყვნენ, მოემზადებინათ მეტი პირადი შემადგენლობა და მიეღოთ დიდი რაოდენობით შეიარაღება პარტნიორი ქვეყნებისგან.

"არცერთი შეიარაღება ვერ იმუშავებს სამხედროების პროფესიონალური მომზადების გარეშე, რაც მათ ხდის არმიის ძვირფას ელემენტად.

სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, მარიუპოლის მთელი გარნიზონი ასრულებს უმაღლესი მთავარსარდლობის მიერ დამტკიცებულ გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს“, - აცხადებს დენის პროკოპენკო.

"როიტერი" პროკოპენკოს აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს, რომ ეს "აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ იქ ხანგრძლივი ალყა დასრულდა"

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინასთან მიაღწია შეთანხმებას "აზოვსტალიდან" დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაციის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე უკრაინას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ასევე იხილეთ: