ავტორი:

"შურისძიება ადამიანზე, რომელიც ნერვებს გიშლის... გილოცავთ ქართული ოცნების მრევლს.." - როგორ ეხმიანება თინა ხიდაშელი ნიკა გვარამიას დაპატიმრებას

"შურისძიება ადამიანზე, რომელიც ნერვებს გიშლის... გილოცავთ ქართული ოცნების მრევლს.." - როგორ ეხმიანება თინა ხიდაშელი ნიკა გვარამიას დაპატიმრებას

"მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ამ საქმეში სამართლიანობის მარცვალიც კი არ არსებობს.

"ყოველგვარი დებატების გარეშე, ამ საქმეში არ არასებობს სამართლებრივი ან სამართლიანობის მარცვალიც კი.

1. ეს არის სრულიად პირდაპირი შურისძიება ადამიანზე რომელიც ძალიან ნერვებს გიშლის!

2. ეს არის სრულიად ერთმნიშვნელოვანი, textbook პილიტიკური დევნა!

3. და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის წარმატებული თამაშის გაგრძელება მორიგ ჯერზე დიდი მახვილით განგმიროს ქვეყანაში პოლიტიკური, თემატური დისკუსია და პოლარიზაციის მორიგ ჭაობში გადათხლიშოს ქვეყანა, საიდანაც მხოლოდ თვითონ გამოდის გამარჯვებული!

4. ევროკავშირის კანდიდატის კენჭისყრის წინ ეს არის წარმოუდგენლად დამაზიანებელი მცდელობა შეფერხდეს ქვეყნის წინსვლა!

გილოცავთ ქართული ოცნების მრევლს, სწორედ ახლა, როდესაც ბრიუსელში კენჭისყრაა კარს მომდგარი, ასეთი მასშტაბის პოლიტპატიმრის შეძენას", - წერს ხიდაშელი.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია 16 მაისს, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამია ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა.

ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც "პორშესა" და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 6 სექტემბერს, "რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედებოდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით "რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა შეზღუდული.