ავტორი:

Coolcola, Fancy და Street - რუსეთში პოპულარული გამაგრილებელი სასმელების შემცვლელების წარმოება დაიწყეს და "ორიგინალური" სახელებიც მოუფიქრეს

Coolcola, Fancy და Street - რუსეთში პოპულარული გამაგრილებელი სასმელების შემცვლელების წარმოება დაიწყეს და "ორიგინალური" სახელებიც მოუფიქრეს

მოსკოვის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების ქარხანამ "ოჩაკოვომ“ Coca-cola-ს Fanta-სა და Sprite-ის შემცვლელი, მათი ანალოგიური სასმელების წარმოება დაიწყო.

ანალოგებს კი ასეთი სახელები მოუფიქრეს - Coolcola, Fancy და Street. ინფორმაცია ამის შესახებ "ოჩაკოვოს“ ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

"თქვენი საყვარელი გამაგრილებელი სასმელების კლასიკური არომატები“, - ნათქვამია პროდუქტების აღწერაში და განმარტებულია, რომ Coolcola არის კოლას არომატიზირებული გაზიანი სასმელი, Fancy არის უაღრესად გაზიანი სასმელი ფორთოხლის წვენითა და ფანტას არომატით, Street კი არის გაზიანი სასმელი ნატურალური ლიმონითა და ლაიმის არომატით.

ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ Coca-cola-მა და PepsiCo-მ რუსეთში ოპერირება შეწყვიტეს და რუსული ბაზრიდან გავიდნენ.