ავტორი:

ორი ქართველი სტუდენტის ოცნებით დაწყებული ბიზნესი, რომლის მომხმარებლებიც ნასა-ს, „ფეისბუქის“, „ნაიკის“ და სხვა საერთაშორისო კომპანიები გახდნენ

ორი ქართველი სტუდენტის ოცნებით დაწყებული ბიზნესი, რომლის მომხმარებლებიც ნასა-ს, „ფეისბუქის“, „ნაიკის“ და სხვა საერთაშორისო კომპანიები გახდნენ

3 მაისს საქართველოს მსოფლიოში აღიარებული ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი მეორედ უკვე მეუღლესთან ერთად ეწვია. „99 ფრანკის“, “Windows on the World” და სხვა გახმაურებული რომანების ავტორს ქართველი მკითხველი დიდი ინტერესით შეხვდა. მწერალმა სხვადასხვა ადგილზე ასობით მკითხველთან გამართა შეხვედრა, ამ პროცესში კი ფრედერიკ ბეგბედერისა და მისი მეუღლის უსაფრთხო ტრანსპორტირებას ქართული კომპანია Rento TMC უზრუნველყოფდა.

აღმოჩნდა, რომ ორი ქართველი სტუდენტის მიერ 8 წლის წინ დაფუძნებულ კომპანიას არამხოლოდ მსოფლიოში აღიარებული მწერლის, არამედ ისეთი მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელი პირების გადაყვანის გამოცდილება აქვს, როგორიც „ნაიკი“ და „ფეისბუქია“. „რენტოს“ ნასას-თანაც კი უმუშავია და მისი წარმომადგენლის უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებაზე უზრუნია.

შექმნის დღიდან „რენტო“ უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის, პროტოკოლირებულ, სტანდარტიზებულ, უსაფრთხო ტრანსპორტირების პროცესს. ტურისტების, მოგზაურების, დელეგაციებს, ინვესტორების, სახელმწიფო სტრუქტურების, სკოლების, ორგანიზაციების, ღონისძიებების, ვარსკვლავების, თანამდებობის პირებისა და ნებისმიერი მსურველისათვის.

მაშინ, როცა მსხვილი სასტარტო კაპიტალისა და კავშირების გარეშე ასეთი მასშტაბური ბიზნესის დაწყება თითქმის შეუძლებლად გვეჩვენება, 2014 წელს ნიკოლოზ სირაძემ და ერეკლე მეფისაშვილმა სატრანსპორტო სფეროში საქმიანობა ნულიდან დაიწყეს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კი ბიზნესს კიდევ უფრო მასშტაბური სახე შესძინეს.

როგორ შეძლეს ოცნების ახდენა და წარმატებული ბიზნესის შექმნა და როგორ მოიპოვეს საერთაშორისო კომპანიების ნდობა, ამის შესახებ დეტალურად ნიკოლოზ სირაძეს ვესაუბრეთ:

როგორ შეიქმნა კომპანია, როგორ შეძელით საქმიანობის ნულიდან დაწყება და რამ განაპირობა თქვენი წარმატება?

2014 წელს, როცა საქართველოში ტურიზმის განვითარებამ კიდევ უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო, მე და ჩემმა პარტნიორმა დავინახეთ, რომ ხარისხიანი სერვისის შექმნა და განსაკუთრებით ტრანსპორტირების მიმართულებით ჯერ კიდევ გამოწვევა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები ვიყავით და მსხვილი სასტარტო კაპიტალიც არ გაგვაჩნდა, გადაწყვიტეთ, ოცნება რეალობად გვექცია. თავდაპირველად, სიღრმისეულად დავინახეთ პრობლემა: მგზავრთა ლოგისტიკა, უსაფრთხოების სტანდარტები, ავტოპარკის წლოვანება და ტექნიკური მდგომარეობა, მძღოლების განათლება, მათი როლი და წვლილი უდიდეს ჯაჭვს წარმოადგენს, ჩვენთან კი „ოკრიბასა და ორთაჭალის“ მტვერში იყო ყველაფერი გახვეული, მძღოლი კი პროფესიად ნაკლებად მიიჩნევა. ამ გამოწვევებით სავსე სფეროში ჩვენი ტანდემი ახალი სისხლით, ახალი მიდგომებითა და რევოლუციური, გამარჯვებულის მენტალიტეტით შევიდა, დავაფუძნეთ კომპანია - “Rento TMC” (Best Transportation Management Company). მიგვაჩნია, რომ ჩვენ ამ სფეროში ახალი სიტყვა ვთქვით, სრულიად სხვა სიმაღლეზე ავიყვანეთ მომსახურება და ამით შევცვალეთ სატრანსპორტო ბიზნეს კლიმატი, რამაც ახალი ადგილობრივი სატრანსპორტო შექმნასა და განვითარებას მისცა ბიძგი.

როგორ შეიქმნა პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც მომხმარებელი ბოლომდე ენდობა?

ჩვენ გვჯერა, რომ საუკეთესო სერვისი საუკეთესო ადამიანებისა და გუნდის გარეშე ვერ იქმნება. RENTO-ს მთავარ უპირატესობას მისი გუნდი, ღირებულებებითა და პროფესიონალიზმით დაკომპლექტებული ადამიანები წარმოადგენენ. RENTO-ში თითოეულ ადამიანს კარგად ესმის განვითარების მნიშვნელობა. შესაბამისად, გუნდის თითოეული წევრი მუდმივ ზრდაზეა ორიენტირებული.

RENTO-ს მიზანია, სერვისით სარგებლობის შემდეგ მოგზაურებმა ქვეყნიდან საუკეთესო ემოციებისა და შთაბეჭდილებების „ექსპორტი“ შეძლონ, ამისათვის კი საქმეში არსებული სულისკვეთებაა, მეტიც საქმისა და ქვეყნის სიყვარულია ჩვენს გუნდში მოხვედრის მთავარი ფილოსოფიური კრიტერიუმი. როდესაც შენი საქმე გიყვარს და ის შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, შეუძლებელია არ იყო საუკეთესო.

ამ ფილოსოფიაზე დაყრდნობით დავამტკიცეთ რომ ტრანსპორტირება არ არის საუკეთესო ავტომობილი, მისი შექმნა მხოლოდ საუკეთესო, საქმეზე შეყვარებულ ადამიანს შეუძლია საუკეთესო ავტომობილით. ამ ყველაფერს ზურგს უმაგრებს 24/7 ზე დამკვეთის პირადი სატრანსპორტო ასისტენტი, რომელიც ყველა თქვენს საჭიროებას აგვარებს და ინფორმაციას გაწვდით.

ყველა მძღოლი მუდმივად გადის რენტო აკადემიის თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს, რომლის წყალობითაც ისინი ეუფლებიან პირველად სამედიცინო დახმარებას, ქცევის კოდექსს, სხვადასხვა ენებს, უსაფრთხო, ექსტრემალურ და ეკონომიურ მართვასა და სხვა.

გარდა საქმისადმი ერთეული პროფესიონალთა გუნდისა, რა არის სხვა „რენტოს“ უპირატესობები?

ნებისმიერი მომსახურების დაწყებამდე ავტომობილი გადის ტექნიკურ შემოწმებას, მძღოლს კი ალკოტესტი უტარდება. ყოველი მომსახურების შემდეგ კი ავტომობილში გენერალური დეზინფექცია ტარდება. ამასთან, ტრანსპორტში მგზავრს ყოველთვის ხვდება წყალი, ინტერნეტი, დაზღვევა, ხელსახოცი, სნექი, პირველადი დახმარებისა და კოვიდუსაფრთხოების ყუთები. Rento-ს ფასთა პოლიტიკა დამოკიდებულია მხოლოდ ტრანსპორტის კატეგორიაზე, არ აქვს მნიშვნელობა ეკონომ კლასის სედანით იმგზავრებთ თუ „მაიბახით“, იქნებით პრეზიდენტი თუ მოგზაური, ყოველთვის საერთო უმაღლესი სტანდარტით მოგიდგებით.

არ შეიძლება არ გკითხოთ ცნობილი ფრანგი მწერლის ფრედერიკ ბეგბედერის შესახებ, რომლის ტრანსპორტირებაც თქვენ მოგანდეს. როგორი გამოცდილება იყო ეს თქვენთვის?

ფრედერიკისა და მისი მეუღლის ტრანსპორტირებას პირადად მე უზრუნველყოფდი (ვერავის ვერ დავუთმე) ხოლო გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ და მეგობრების დელეგაციის ტრანსპორტირება ჩვენმა ერთ-ერთმა საუკეთესო მძღოლმა შეასრულა. როდესაც ნდობას გიცხადებს ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გამომცემლობა „პალიტრა L” და ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი გადაგყავს, ეს დიდი პატივია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული მწერლებიდან ფრედერიკ ბეგბედერი პირველი იყო, თუმცა ჩვენი მგზავრების რიგებში არიან ნასა-ს, „ფეისბუქის“, „ნაიკის“, „ბერგჰაიმის“, „მაიამი ედ სქულის“, კალიფორნიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, მოტულისა თუ სხვა საერთაშორისო კომპანიების წამყვანი თანამშრომლები თუ დამფუძნებლები.

განვითარების რა ეტაპზეა ახლა „რენტო“ და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

როცა განვითარების კულმინაციას მივაღწიეთ, ყველაფერი COVID-19-ის პანდემიამ გააჩერა, თუმცა ჩვენ გამოწვევა შესაძლებლობად ვაქციეთ დაკრიზისის საპასუხოდ უსაფრთხოების კომპანია „Rento Safety” შევქმენით, რომელმაც კოვიდუსაფრთხოების პროდუქტებით 2000 ზე მეტი კომპანია მოამარაგა.

ამ ყველაფერს მოჰყვა საცალო კონცეპტუალური უსაფრთხოების სტენდების ქსელის გახსნა ყველა სავაჭრო მოლში, რომელმაც ერთ სივრცეში კოვიდუსაფრთხოებისთვის განკუთვნილი საშუალებები უფრო ხელმისაწვდომი გადახდა. ეს ყველაფერი სამი კარადიდან დაიწყო და დღეს უკვე 16 ობიექტია წარმოდგენილი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა ამისა, აკრძალვებისა და შეზღუდვების პირობებში, როცა PCR სერვისის მიღება გართულდა, შევქმენით ყველაზე ლოიალური და ხელმისაწვდომი ბინაზე გამოძახების სერვისი.

ამ ბაზაზე კი დავაფუძნეთ კომპანია „რენტოლაბი“, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს გამოძახებით ჩაიტაროს ნებისმიერი სახის კლინიკური და გენეტიკური ლაბორატორიული კვლევა.

ასე დაიბადა „რენტო ჯგუფი“, რომელიც ამ ეტაპისთვის ფლობს რამდენიმე კომპანიას: Rento TMC (ტრანსპორტირება) Rento Safety (უსაფრთხოება) , Rento Lab (ლაბორატორია გამოძახებით), Rento Car Rental Tbilisi (ავტომობილების გაქირავება) , Rento Capital (საერთაშორისო ფინანსური სერვისების ეფილეით მარკეტინგი) , Rento Academy (მძღოლებისა და გიდების აკადემია) Beauty Outlet (თავის მოვლის საშუალებების აუთლეთ ქსელი).

გარდა ამისა, ტრანსპორტირების მიმართულებით ვაგრძელებთ უახლესი ავტობუსების შემოყვანას, მეზობელ ქვეყნებში ვამზადებთ გუნდებსა და მძღოლებს, რითაც „რენტო“ გასცდება საქართველოს ფარგლებს და ანალოგიურ სერვისებს სრულიად ამიერკავკასიის მასშტაბით გაავრცელებს.

R