ავტორი:

ვოლოდიმირ ზელენსკი ცოლთან ერთად კრავჩუკის დაკრძალვაზე - ომის დაწყების შემდეგ ზელენსკი პირველად გამოჩნდა ოლენასთან ერთად და განსხვავებული სამოსით (ფოტოები)

ვოლოდიმირ ზელენსკი ცოლთან ერთად კრავჩუკის დაკრძალვაზე - ომის დაწყების შემდეგ ზელენსკი პირველად გამოჩნდა ოლენასთან ერთად და განსხვავებული სამოსით (ფოტოები)

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დაწყების შემდეგ პირველად გამოჩნდა ცოლთან, ოლენა ზელენსკასთან ერთად. პრეზიდენტი და პირველი ლედი უკრაინის პირველი პრეზიდენტის, ლეონის კრავჩუკის დაკრძალვაზე მივიდნენ.

კრავჩუკი 1991 წელს გახდა უკრაინის პრეზიდენტი - მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. კრავჩუკი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მედიის ყურადღება ვოლოდიმირ ზელენსკის სამოსმა მიიპყრო - ომის დაწყების შემდეგ მას მუდამ სამხედრო სტილის, მუქი მწვანე სამოსი აცვია, თუმცა დაკრძალვაზე შავი ფერის ტანსაცმელი ეცვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ როგორც ოლენა ზელენსკამ რამდენიმე კვირის წინ თქვა, ომის დაწყების შემდეგ, ის შვილებთან ერთად უსაფრთხო ადგილას იყო და მეუღლესთან კომუნიკაცია მხოლოდ ტელეფონით ჰქონდა.