ავტორი:

თურქეთში, ტრაპიზონთან ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ - დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი

თურქეთში, ტრაპიზონთან ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ - დაიღუპა ერთი და დაშავდა 5 ადამიანი

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი.

როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

“აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის დავალებით ადგილზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე გაემგზავრა”,- აცხადებენ უწყებაში.