ავტორი:

"მოლაპარაკებები ძალიან რთულია - მარიუპოლის ყველა დამცველი ძალიან სიმბოლურია და ეს ასეა რუსეთისთვისაც, ოღონდ ნეგატიური თვალსაზრისით" - პოდოლიაკი

"მოლაპარაკებები ძალიან რთულია - მარიუპოლის ყველა დამცველი ძალიან სიმბოლურია და ეს ასეა რუსეთისთვისაც, ოღონდ ნეგატიური თვალსაზრისით" - პოდოლიაკი

მარიუპოლში "აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნის დამცველების ევაკუაცია გრძელდება, მაგრამ ჯარისკაცების გათავისუფლების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებები "ძალიან რთულია". ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ერთ-ერთ უკრაინულ რადიოსადგურს განუცხადა.

"მოლაპარაკებები ძალიან რთულია, რადგან ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია. ხედავთ, "აზოვსტალი", მარიუპოლი და "აზოვის" პოლკი - მარიუპოლის ყველა დამცველი ძალიან სიმბოლურია და ეს ასეა რუსეთისთვისაც, ოღონდ ნეგატიური თვალსაზრისით", - დასძინა პოდოლიაკმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა აზოვსტალის ევაკუაციის შესახებ მოლაპარაკებებში "გავლენიანი შუამავლები" ახსენა, თუმცა მათი ვინაობა არ დაასახელა.

პოდოლიაკმა პირობა დადო, რომ ოპერაციის დასრულების შემდეგ ისაუბრებს აღნიშნულ გავლენიან შუამავლებზე.

როგორც მედია წერს, 16 მაისიდან თითქმის ათასმა უკრაინელმა მებრძოლმა დატოვა აზოვსტალის ფოლადის ქარხანა, რომელიც ქალაქ მარიუპოლში უკრაინის ბოლო დასაყრდენია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინელი მებრძოლები კრემლის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს.