ავტორი:

"სამშობლო პრეზიდენტის უკანალი არ არის, რომელიც მუდამ უნდა ახსენოთ და აკოცოთ" - რუსი მომღერალი იური შევჩუკი კონცერტზე შეკრებილ აუდიტორიას მიმართავს

"სამშობლო პრეზიდენტის უკანალი არ არის, რომელიც მუდამ უნდა ახსენოთ და  აკოცოთ" - რუსი მომღერალი იური შევჩუკი კონცერტზე შეკრებილ აუდიტორიას მიმართავს

"ტელეგრამსა“ და "ტვიტერში“ ვრცელდება ვიდეო, სადაც რუსი როკ-მუსიკოსი, იური შევჩუკი კონცერტის დროს მსმენელს სამშობლოზე ესაუბრება.

"სამშობლო, მეგობრებო, პრეზიდენტის უკანალი არ არის, რომელიც მუდამ უნდა ახსენოთ და აკოცოთ, სამშობლო, სადგურზე მყოფი მოხუცია, რომელიც დახმარებას ითხოვს, რომელიც კარტოფილს ყიდის, ეს არის სამშობლო“, - ამბობს შევჩუკი.

როკ-მუსიკოსის სიტყვებს კონცერტზე შეკრიბილმა უამრავმა ადამიანმა ოვაციებით უპასუხა. უცნობია, თუ სად და როდისაა ჩანაწერი გაკეთებული, თუმცა ცნობილია, რომ 18 მაისს მას კონცერტი ქალაქ უფაში უნდა ჰქონოდა.

როგორც მედიაში წერენ, ვიდეოზე აღბეჭდილი დარბაზი უფას საკონცერტო დარბაზს ჰგავს.

ნახეთ ვიდეო:

«Родина, друзья, это не жопа президента, которую нужно всё время мусолить, целовать»

В соцсетях появилось видео с концерта группы «ДДТ», на котором Юрий Шевчук сделал достаточно смелые заявления. pic.twitter.com/7b0IVwco9I
— Вот Так (@vottak_tv) May 18, 2022

წყარო: meduza