ავტორი:

"თავგასული ქალები სახლში გვყავს გამოკეტილი" - ავღანეთის შს მინისტრი "თალიბანის" წესებზე დასავლურ მედიასთან საუბრობს

"თავგასული ქალები სახლში გვყავს გამოკეტილი" - ავღანეთის შს მინისტრი "თალიბანის" წესებზე დასავლურ მედიასთან საუბრობს

"თალიბანის" დაპირება, რომ გოგონებს სკოლაში სწავლის უფლება დაუბრუნონ, ჯერ კიდევ შესასრულებელია და მათი წარმომდგენლები განცხადებით, "ძალიან მალე შევიტყობთ სასიხარულო ამბავს“.

ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და "თალიბანის" ლიდერის მოადგილე, სირაჯუდინ ჰაქანი აცხადებს, რომ "ის გოგონები, რომლებიც რეჟიმს აპროტესტებენ, სახლში უნდა დარჩნენ."

  • მას შემდეგ, რაც ავღანეთის ხელისუფლებაში მოსულმა "თალიბანმა" უამრავი დაპირება გასცა გოგონების სკოლაში დაბრუნების შესახებ, გადაწყვტილება ხელახლა განიხილა და მისი აღსრულება გაურკვეველი დროით გადადო.

როცა ჰაქანს იმ ქალების შესახებ ჰკითხეს, რომლებიც "თალიბანის" მმართველობის შიშით სახლებს ვერ ტოვებენ და გარეთ გასვლისაც კი ეშინიათ, მან სიცილით უპასუხა:

"თავგასული ქალები სახლში გვყავს გამოკეტილი."

როცა ჟურნალისტმა მას ამ კომენტარის განმარტება სთხოვა, ჰაქანმა თქვა რომ "თავგასულ ქალებში მათ გულისხმობს, ვისაც სხვადასხვა ძალები მართავნ, რათა ამჟამინდელ მთავრობას ძირი გამოუთხარონ."

ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის აზრით, ის ფაქტი, რომ ქალები საშუალო სკოლის ასაკამდე სწავლობენ, უკვე პოზიტიურია: "გოგონებს უკვე აქვთ მეექვსე კლასამდე სწავლის უფლება, მომდევნო კლასებში სწავლის მექანიზმზე კი უკვე ვმუშაობთ. ღმერთის ნებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან მალე, კარგ სიახლეს შეიტყობთ,“ - აცხადებს ჰაქანი.

დასავლურ მედიასთან ბოლო წლების განმავლობაში ჰაქანი პირველად ალაპარაკდა. ის გასაიდუმლოებული მაღალი თანამებობის პირია, რომელიც FBI-ს მიერ იძებნებოდა.

წყარო: cnn

მოამზადა: ანა სიბოშვილმა