ავტორი:

აშშ-ში ქალმა თვითმფრინავში, ფრენისას იმშობიარა - "ეკიპაჟის წევრებმა, რომლებიც მას დაეხმარნენ, საოცარი სიმამაცე აჩვენეს"

აშშ-ში ქალმა თვითმფრინავში, ფრენისას იმშობიარა - "ეკიპაჟის წევრებმა, რომლებიც მას დაეხმარნენ, საოცარი სიმამაცე აჩვენეს"

როგორც ამერიკული ავიაკომპანია Frontier Airlines იტყობინება, კოლორადოდან ფლორიდისკენ ფრენისას, თვითმფრინავში მგზავრს მშობიარობა დაეწყო და ბორტგამცილებლის წყალობით, ჯანმრთელი გოგონა გააჩინა.

გახარებულმა პილოტმა მომხდარის შესახებ Facebook-ზე დაწერა.

თვითმფრინავში მომუშავე პერსონალი და პილოტი

"სანიმუშო“ და "მშვიდი“ იყო ის სიტყვები, რაც კაპიტანმა კრის ნიემ იმ ბორტგამცილებლის შეფასებისას გამოიყენა, რომელიც ფრენის დროს ქალს მშობიარობაში დაეხმარა. პილოტმა ისიც სიმბოლურად ჩათვალა, რომ თვითმფრინავის უკანა ნაწილზე, სადაც ქალმა იმშობიარა, გარედან დედა მგლისა და მისი ლეკვის სურათია გამოსახული.

"ბავშვი ვერ მოიცდიდა, ამიტომ სხვა გზა აღარ დაგვრჩა..“ - წერს მფრინავი სოციალურ ქსელში. ბორტგამცილებელმა ქალმა, ორსული ქალი თვითმფრინავის უკანა საპირფარეშოში გაიყვანა და მშობიარობის პროცესში დაეხმარა. იმისთვის, რომ დედასა და ახალშობილს საჭირო სამედიცინო დახმარება მიეღოთ, პილოტმა ადრიანად დასვა თვითმფრინავი. მედიკოსები კი უკვე აეროპორტის გასასვლელთან ელოდნენ დედა-შვილს.

"ბედნიერად ვიგრძენი თავი, როცა ვნახე, როგორ წარმატებით მოახერხა ყველამ გუნდური მუშაობით თვითმფრინავში გოგონას დაბადებაში წვლილის შეტანა,“ - თქვა მფრინავმა.

იმის გამო, რომ გოგონა ასეთ არაორდინალურ ადგილას გაჩნდა, დედამ გადაწყვიტა, მისთვის მეორე სახელი Sky, ანუ "ცა" დაერქმია.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა