ავტორი:

"ვიდრე ოლიგარქიული რეჟიმია, კიდევ ბევრი პოლიტიკური პატიმარი გვეყოლება" - ნიკა მელია

"ვიდრე ოლიგარქიული რეჟიმია, კიდევ ბევრი პოლიტიკური პატიმარი გვეყოლება" - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლესთან შეხვედრისას მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზეც ისაუბრებენ.

როგორც მან ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, "ქართულ ოცნებას“ დღეს ქვეყანა მიჰყავს პუტინის რუსეთისკენ და ამ ვითარებაში, საერთაშორისო პარტნიორების როლი უფრო ინსტრუმენტალური და მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე.

"დარწმუნებული ვარ, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური თვალსაზრისით შექმნილი. შეიძლება საწყის ეტაპზე ბევრი ფიქრობდა, რომ "ქართული ოცნება“ იყო ოდნავ არაევროპული საერთაშორისო დონეზე, შემდეგ კიდევ უფრო მეტად არაევროპული და არადასავლური, მაგრამ ახლა სულ უფრო და უფრო ნაკლები საერთაშორისო დონეზე წარმომადგენელი, მეგობარი ფიქრობს, რომ "ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო არ მიჰყავს პუტინის რუსეთისკენ. ძალიან მარტივი კატეგორიებით მინდა ვისაუბრო ყველაფერთან დაკავშირებით, რაც "ქართულ ოცნებას“ ეხება, "ქართულ ოცნებას“ დღეს ქვეყანა მიჰყავს პუტინის რუსეთისკენ, ამიტომ დემოკრატიულ ფასეულობებსა და ღირებულებებზე საუბარი აღარაა. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების როლი უფრო ინსტრუმენტალური ხდება, გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე.

ამ შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება პოლიტიკურ პატიმრებთან დაკავშირებით, მაგრამ პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური დევნა უნდა გვესმოდეს, რომ არის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ოლიგარქიული რეჟიმისა. ვიდრე ოლიგარქიული რეჟიმი არსებობს, კიდევ ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარი გვეყოლება. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანამ ოლიგარქიულ მარწუხებს თავი დააღწიოს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.