ავტორი:

"ეს კაცი, მთაზე რომ ცხოვრობს, ამერიკას აბრალებს, რომ ხელს უშლის მას შვეიცარიულ ბანკში გადარიცხვებში, ვერტმფრენის ყიდვასა და ნახატების გამოტანაში" - ზურა ჯაფარიძე

"ეს კაცი, მთაზე რომ ცხოვრობს, ამერიკას აბრალებს, რომ ხელს უშლის მას შვეიცარიულ ბანკში გადარიცხვებში, ვერტმფრენის ყიდვასა და ნახატების გამოტანაში" - ზურა ჯაფარიძე

ეს კაცი, მთაზე რომ ცხოვრობს, თავისი ექსპერტების და ხელის ბიჭების პირით, ამერიკას აბრალებს, რომ ხელს უშლის მას შვეიცარიულ ბანკში გადარიცხვებში, ვერტმფრენის ყიდვასა და ნახატების გამოტანაში - ჩემი პოზიცია იყო: რატომ არ შეუშლით ხელს?! ვგულისხმობ სანქციებს, - ამის შესახებ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროს მრჩეველთან პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, შეხვედრაზე ინტერესის საგანს წარმოადგენდა ის, თუ რა შეიძლება გააკეთოს ამერიკამ საქართველოს დასახმარებლად.

"გვაინტერესებდა, რა შეიძლება გააკეთოს ამერიკამ. ამასთან დაკავშირებით იყო ჩვენი მხრიდან პოზიციები დაფიქსირებული, თუ რა შეიძლება გააკეთოს ამერიკამ, რომ ქვეყანას დაეხმაროს. ჩემი პოზიცია იყო, რომ ეს კაცი, მთაზე, რომ ცხოვრობს მაინც აბრალებს ამერიკას თავისი ექსპერტების, ხელის ბიჭების პირით, რომ ამერიკა უშლის ხელს მას შვეიცარიულ ბანკში გადარიცხვებში, ვერტმფრენის ყიდვასა და ნახატების გამოტანაში. ჩემი პოზიცია იყო: რატომ არ შეუშლით ხელს?! ვგულისხმობ სანქციებს“,- აღნიშნავს ჯაფარიძე.

კითხვაზე, თუ რა ითქვა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით, ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს: "ისინი ხომ ვერ გვეტყვიან, რომ აი მოვისმინეთ და ხვალიდან გავაკეთებთ. იწერენ, კითხვებს სვამენ და ისმენენ. შემდეგ საკუთარ პოზიციას ამზადებენ და ნაბიჯებს, ვნახოთ“.

მისივე თქმით, პარტნიორები შეშფოთებულები არიან "მთავარი არხის“ დირექტორ, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, მედიაში მიმდინარე პროცესებზე, მართლმსაჯულების და საარჩევნო სისტემაზე.