ავტორი:

"სიმღერა დედაჩემზე დავწერე, ომის დაწყებიდან მან ახალი დატვირთვა შეიძინა“- საინტერესო ფაქტები "ევროვიზია 2022"-ის გამარჯვებულ ბენდზე

"სიმღერა დედაჩემზე დავწერე, ომის დაწყებიდან მან ახალი დატვირთვა შეიძინა“- საინტერესო ფაქტები "ევროვიზია 2022"-ის გამარჯვებულ ბენდზე

უკრაინა „ევროვიზია 2022“ წლის გამარჯვებული გახდა. ჯგუფმა KALUSH ORCHESTRA სიმღერით Stefania 631 ქულის მოპოვება შეძლო. გამარჯვების შემდეგ ჯგუფმა მსოფლიოს მიმართა, უკრაინას დაეხმარონ. შესაბამისად, ევროვიზიის მომდევნო წლის ფინალი უკრაინაში გაიმართება, რასაც სიმბოლური დატვირთვაც აქვს ომში მყოფი ქვეყნისთვის.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს KALUSH ORCHESTRA-ს შესახებ

ბენდის სახელწოდება

ბენდის თანადამფუძნებელი და რეპერი ოლეჰ პსიუკი უკრაინის ქალაქ კალუშადან არის და ჯგუფსაც სახელი სწორედ აქედან ეწოდა. კალუშა ქვეყნის დასავლეთში, ივანო-ფრანკივსკის რეგიონში მდებარეობს.

ქალაქი კალუში, უკრაინა

ბენდის ერთ-ერთი პირველი სიმღერა იყო “სახლში მივდივარ“. ის Youtube-ზე 23 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

ოლეჰ პსიუკი

ოლეჰ პსიუკი 27 წლისაა. ის კიევში სატყეო მეურნეობას სწავლობდა. პსიუკის სათაყვანო მომღერალი ემინემია და რეპის შესრულებაც ამიტომ გადაწყვიტა. განაგრძეთ კითხვა