ავტორი:

გააერთიანე საქართველო! - სამაგიდო თამაში, რომელიც ყველა თაობას საკუთარი ქვეყნის გარშემო გააერთიანებს

გააერთიანე საქართველო! - სამაგიდო თამაში, რომელიც ყველა თაობას საკუთარი ქვეყნის გარშემო გააერთიანებს

საქართველოს გაერთიანება ოჯახით იწყება, ოჯახებს ქვეყნის გარშემო კი გააერთიანებს ინოვაციური ინტერაქციული რუკა, რომლის ფასი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 135 ლარის ნაცვლად 40 ლარი იქნება. რუკის სპეციალურ ფასად შეძენა 20 მაისიდან 26 მაისის ჩათვლითაა შესაძლებელი. ეს არის უნიკალური შანსი, რომელიც არავინ არ უნდა გამოტოვოს.

ინტერაქციული რუკა აუცილებლად დაიკავებს განსაკუთრებულ ადგილს ყველა ოჯახში. გააერთიანეთ საქართველო ოჯახთან ერთად, შეიმეცნეთ და გაერთეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. ის ოჯახის თითოეულ წევრს, დიდსა თუ პატარას, ერთდროულად შესთავაზებს შემეცნებასა და გართობას.

პროექტი ეკუთვნის გამომცემლობა „პალიტრა L-ს“, რომელმაც განსაკუთრებული რუკა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიუძღვნა და ქვეყნის გაერთიანების საკუთარ ოჯახებში დაწყების შესაძლებლობა თითოეულ მოქალაქეს მისცა.

რუკას სრულიად განსხვავებული სტრუქტურა და კონცეფცია აქვს. ის არის ადმინისტრაციული რუკის სამგანზომილებიანი ანალოგი, თუმცა მისი თითოეული კუთხე პაზლია. პაზლებზე კი დატანილია ყველა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ერთეული, ქალაქი, დაბა, სოფელი და კულტურული ძეგლი. პროექტი საქართველოს, ქართული კუთხეების, ტრადიციებისა და კულტურული ძეგლების მეტად გაცნობას, დაფასებასა და შეყვარებას ისახავს მიზნად. მისი საშუალებით, საქართველოს თემატიკის გარშემო ოჯახები გაერთიანდებიან და ერთად „ააწყობენ“, გააერთიანებენ ქვეყანას.

ინტერაქციული რუკა ბევრი მიზეზის გამო ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო შენაძენად:

  • იგი საუკეთესოა ოჯახური გართობებისთვის;
  • მისი საშუალებით პატარებს საკუთარი ქვეყნის გეოგრაფიულ სტრუქტურას, ისტორიას მარტივად და ხალისით შეასწავლით, თავად კი კიდევ ერთხელ „იმოგზაურებთ“ ქვეყნის გარშემო და მის ყველა ღირსშესანიშნაობას გაიხსენებთ.;
  • ის თავისუფლად შეგიძლიათ ჩართოთ მოსწავლეების სასწავლო პროცესში. ამით მათ სასკოლო მასალის მარტივად ათვისებაში დაეხმარებით;
  • საქართველოს ინტერაქციული რუკა საუკეთესო საჩუქარიცაა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მეგობრებისა და ახლობლებისთვის. ქვეყნის სტუმრებს ამ სიმბოლური საჩუქრით საქართველოს შესახებ სასიამოვნო მოგონებების სამუდამოდ შენახვაში დაეხმარებით და ქვეყანაში კვლავ დაბრუნების სურვილსაც გაუჩენთ.

„გამოიძებნა ოქროს შუალედი, რომლის წყალობითაც იდეალურად დაბალანსდა ინფორმაციის მოცულობა და თამაშის, ოჯახური გართობის, შემეცნების ელემენტები. სწორედ ამიტომ არის "საქართველოს ინტერაქციული რუკა" ასეთი შთამბეჭდავი და სახალისო როგორც პატარების, ასევე დიდებისთვის. საქართველოს გაერთიანება ოჯახებიდან იწყება, ეს კი არის საქართველოს გაერთიანების უნიკალური და სასურველი გამოცდილება ყველა ოჯახისთვის, პატარებისთვის, რაც შემდგომ მათ ცოდნასა და შემართებაზე აისახება. ამ იდეით მთელი ქვეყნის სურვილი და დამოკიდებულებაა გაერთიანებული და ამიტომაც არ მიკვირს, რომ პირველივე დღიდან პროექტი მთელმა საქართველომ შეიყვარა. ვფიქრობ, მკითხველთა გამოხმაურებაც ამ ფაქტორების ერთობლიობას უკავშირდება,“ - ასე ახასიათებს პროექტს მისი ავტორი კოტე იანტბელიძე.

რუკის შეძენა სპეციალური ყუთით შესაძლებელია გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ საიტზე და „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. შეგახსენებთ, რომ არ გამოტოვოთ შესაძლებლობა 20 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით და ის სპეციალურ ფასად, 40 ლარად შეიძინოთ.