ავტორი:

უიარაღო უკრაინელის მკვლელობაში ბრალდებულმა რუსმა ჯარისკაცმა პროცესზე პატიება ითხოვა - რა რეაქცია ჰქონდა მოკლულის მეუღლეს: პროცესის დეტალები

უიარაღო უკრაინელის მკვლელობაში ბრალდებულმა რუსმა ჯარისკაცმა პროცესზე პატიება ითხოვა - რა რეაქცია ჰქონდა მოკლულის მეუღლეს: პროცესის დეტალები

კიევის სასამართლო დღეს, რუსეთის შეჭრის შედეგად ჩადენილ ომის დანაშაულზე ბრალდებული 21 წლის რუსი ჯარისკაცის სასამართლო პროცესის მეორე მოსმენაზე შეიკრიბა, სადაც რუსმა ჯარისკაცმა უკრაინელ ქვრივ ქალს მისი ქმრის მკვლელობისთვის პატიება სთხოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

ბრალდებულმა ვადიმ შიშიმარინმა გუშინ, შეუიარაღებელი მშვიდობიანი მოქალაქის, 62 წლის მამაკაცის მკვლელობა აღიარა.

"მე ვაღიარებ ჩემს ბრალს... გთხოვთ, მაპატიოთ“, - განუცხადა ქვრივ კატერინა შალიპოვას ბრალდებულმა ჯარისკაცმა.

ქვრივმა სასამართლოს განუცხადა, რომ მათი ეზოდან მოშორებით გასროლის ხმა გაიგო და ქმარს დაუძახა.

"ჩემს ქმარს მივვარდი, ის უკვე მკვდარი იყო. თავში ჰქონდა ნასროლი. ვიყვირე, მე ძალიან ბევრი ვიყვირე“, - განაცხადა შალიპოვამ.

მოკლული მამაკაცის ცოლმა სასამართლოს განუცხადა, რომ ის არ გააპროტესტებდა, თუ შიშიმარინს გაათავისუფლებდნენ და გაუშვებდნენ რუსეთში, როგორც ტყვეთა გაცვლის ნაწილი, რათა საპორტო ქალაქ მარიუპოლიდან უკრაინელი ჯარისკაცები გამოეყვანათ.