ავტორი:

"შვედეთი და ფინეთი აკმაყოფილებენ ნატოს ყველა მოთხოვნას და ალიანსში ორი ახალი წევრის ყოლა გააძლიერებს უსაფრთხოებას" - ბაიდენი

"შვედეთი და ფინეთი აკმაყოფილებენ ნატოს ყველა მოთხოვნას და ალიანსში ორი ახალი წევრის ყოლა გააძლიერებს უსაფრთხოებას" - ბაიდენი

შვედეთი და ფინეთი აკმაყოფილებენ ნატოს ყველა მოთხოვნას და თავდაცვის ალიანსში ორი ახალი წევრის ყოლა გააძლიერებს უსაფრთხოებას - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან და ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"საუბარია აღორძინებულ ნატოზე, რომელსაც აქვს ინსტრუმენტები და რესურსები, სიცხადე და რწმენა, რომ დაიცვას საერთო ღირებულებები და გაუძღვეს მსოფლიოს. მთელ რიგ საკითხებში, შვედეთი და ფინეთი უკვე არიან ჩვენს უახლოეს პარტნიორებს შორის“ , - აღნიშნა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა მის ფინელ კოლეგასთან და შვედეთის პრემიერთან ერთად, ნატოში გაწევრიანების გარდა, უკრაინაში მიმდინარე ომი და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების საკითხები განიხილეს.