ავტორი:

"უკრაინას შეუძლია გადავიდეს ომში შეტევაზე" - ბრიტანელი მინისტრი

"უკრაინას შეუძლია გადავიდეს ომში შეტევაზე" - ბრიტანელი მინისტრი

მოკავშირეების მუდმივი დახმარებით, უკრაინა შეძლებს გაზარდოს საკმარისი ოდენობის ძალები და გადავიდეს რუსეთთან ომში შეტევაზე. ასეთი აზრი გამოთქვა კანადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ჯეიმს ჰიპიმ.

"საჭიროა პირდაპირ თქმა, რომ ეს როდესაც გადაიქცევა საპოზიციო ომად, რაც მოხდება - საჭირო იქნება უკრაინის გადაიარაღება, რათა ის მზად იყოს კონტრშეტევის განსახორციელებლად, საკუთარი პირობებით“ , - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მოვლენები დონბასში განვითარდება ამ ზაფხულს, მაგრამ ვერ ხედავს შესაძლებლობას, რომ ორივე მხარემ სწრაფად წაიწიოს წინ.

"ყველა უნდა დათანხმდეს, რომ მშვიდობის პირობები უნდა განსაზღვროს ზელენსკიმ, ის კი ღიად ამბობს, რომ სურს აღადგინოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“ ,- განაცხადა ბრიტანელმა მინისტრმა.

მანვე დასძინა, რომ დასავლელ მოკავშირეებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად სწრაფად და ხარისხიანად შეაიარაღონ უკრაინა, ვიდრე სანქციებში გახვეულ რუსეთს შეუძლია აღიდგინოს საკუთარი ძალები.