ავტორი:

18,4 მილიარდი დოლარი უკრაინის დასახმარებლად გამოიყოფა - რაზე შეთანხმდნენ "დიდი შვიდეულის" ფინანსთა მინისტრები?

18,4 მილიარდი დოლარი უკრაინის დასახმარებლად გამოიყოფა - რაზე შეთანხმდნენ "დიდი შვიდეულის" ფინანსთა მინისტრები?

"დიდი შვიდეულის" ქვეყნების ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ და განაცხადეს, რომ მზად არიან ოფიციალური კიევისთვის საჭიროებისამებრ მეტი გააკეთონ - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ავრცელებს.

როგორც მედია წერს, შეერთებული შტატების, იაპონიის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები მოლაპარაკებებს იმ დროს მართავენ, როცა უკრაინას ნაღდი ფული ელევა.

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, შემოგვიერთდნენ უკრაინის გრძელვადიანი აღდგენის მხარდასაჭერად", - ნათქვამია დიდი შვიდეულის განცხადებაში.