ავტორი:

"არ არის გამორიცხული რისკი იმისა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი სხვა მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს" - მაკრონი

"არ არის გამორიცხული რისკი იმისა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტი სხვა მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს" - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლოა, მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს. აღნიშნულის შესახებ ემანუელ მაკრონმა მოლდოველი კოლეგა მაია სანდუ ერთობლივ ბრიფინგზე გააფრთხილა.

საფრანგეთის ლიდერის თქმით, მისი ქვეყანა დააკვირდება ვითარებას რეგიონალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოლდოვაში.

„დნესტრისპირეთში ცოტახნის წინანდელი ინციდენტები აჩვენებს, რომ არ შეიძლება გამორიცხვა რისკის კონფლიქტის მეზობელ ქვეყნებზე გავრცელებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მაკრონმა.

მანვე განაცხადა, რომ საფრანგეთი აპირებს „განსაკუთრებული ყურადღებით მიადევნოს თვალი რეგიონალურ უსაფრთხოებას და ნებისმიერ შესაძლო ხელყოფას მოლდოვას სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე“.

ამასთან, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მას სურს, ევროკავშირმა „სწრაფი აზრი“ გამოთქვას მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნაზე.

ემანუელ მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს პარიზში უმასპინძლა.