ავტორი:

"დღეს ჩვენ მხოლოდ თავს აღარ ვიცავთ. ჩავატარეთ წარმატებული კონტრშეტევების სერია" - ვითარება ფრონტის ხაზზე: რას აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი?

"დღეს ჩვენ მხოლოდ თავს აღარ ვიცავთ. ჩავატარეთ წარმატებული კონტრშეტევების სერია" - ვითარება ფრონტის ხაზზე: რას აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი?

"ოკუპანტებმა კვლავ მიიტანეს შტურმი ჩრდილოეთ დონეცკში, თუმცა განიცადეს დიდი ზარალი და უკან დაიხიეს", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბზე დაყრდნობით "უნიანი" ავრცელებს.

"რუსული ძალები ძირითადად დონეცკის მიმართულებით იყვნენ ფოკუსირებულები, სადაც ისინი თვითმფრინავებს, არტილერიას და ნაღმმტყორცნებს იყენებდნენ. რუსეთმა ზოგიერთ რაიონში შეტევითი და თავდასხმის ოპერაციები გააძლიერა"- ვკითხულობთ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე, სადაც უწყებამ საომარი მდგომარეობის შესახებ განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა.

"ლუგანსკში, სევეროდონეცკის რაიონში, რუსულმა ძალებმა თავდასხმები განახორციელეს, დანაკარგები განიცადეს და ადრე დაკავებულ პოზიციებზე უკან დაიხიეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბრძოლები გრძელდება ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით რაიონებში, სადაც რუსული ჯარები ადრე დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას, ისევე როგორც, ზოგჯერ, კონტრშეტევების განხორციელებას ცდილობენ იმ დასახლებებზე კონტროლის დასაბრუნებლად, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო დღეებში დაიბრუნეს.

"რუსული ძალები დემორალიზებულნი არიან, განიცდიან მნიშვნელოვან ზარალს და ზოგიერთი პერსონალს დაპირებულ ანაზღაურებას არ უხდიან“,- ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.

"მტერი ვაიძულეთ, უარი ეთქვა მთავარ მიზანზე - წარმატებული კონტრშეტევები ჩავატარეთ გარკვევით ვაცნობიერებდით, რომ პირველი თვე გარდამტეხი მომენტი იქნებოდა. მტერს სტრატეგიული ინიციატივა წავართვით, კრიტიკული დანაკარგები მივაყენეთ და ვაიძულეთ ისინი, უარი ეთქვათ მთავარ მიზანზე - ქალაქ კიევის აღებაზე", - ეს კი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად მხოლოდ თავს არ იცავს, არამედ წარმატებულ კონტრშეტევასაც ახორციელებს.

"დღეს ჩვენ მხოლოდ თავს აღარ ვიცავთ. ჩვენ ჩავატარეთ წარმატებული კონტრშეტევების სერია. მოვახერხეთ ხარკოვისა და მიკოლაივის განბლოკვა, მიმდინარეობს ბრძოლები ხერსონის მიმართულებით“, - აღნიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

ზალუჟნიმ მარიუპოლის დამცველებზეც ილაპარაკა და ხაზი გაუსვა, რომ მათ დიდი დახმარება გაუწიეს შეიარაღებულ ძალებს.

"არ შემიძლია არ აღვნიშნო მარიუპოლის დამცველები, რომლებმაც თავიანთი გმირული ღვაწლით შეაკავეს მტრის ფორმირებები და სხვა მიმართულებით თავდაცვითი ხაზების აღჭურვის საშუალება მოგვცეს", - აღნიშნა ვალერი ზალუჟნიმ.

იხილეთ ასევე: