ავტორი:

ჩრდილოეთ კორეაში კოვიდ-აფეთქებას მარილიანი წყლითა და ცხელი ჩაით ებრძვიან - BBC

ჩრდილოეთ კორეაში კოვიდ-აფეთქებას მარილიანი წყლითა და ცხელი ჩაით ებრძვიან - BBC

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ჩრდილოეთ კორეაში კოვიდ-აფეთქებას ებრძვიან. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 263 000 შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 2.24 მილიონს გადააჭარბა.

BBC-ის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის დასამარცხებლად ტრადიციულ მეთოდებსაც ფართოდ იყენებენ, ისეთებს, როგორებიცაა მარილიანი წყლითა და ცხელი ჩაით მკურნალობა.

გამოცემის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება მოსახლეობას ურჩევს რაც შეიძლება მეტი ცხელი სითხე მიიღონ. მათივე მტკიცებით, კოვიდის დასამარცხებლად მარილიანი წყლის მიღებაც საკმაოდ ეფექტური მეთოდია.