ავტორი:

"ვის შეუძლია, ამ ბიჭების სერიოზულად აღქმა? სევდიანი სანახაობაა" - ვიოლა ფონ კრამონი ირაკლი კობახიძეს პასუხობს

"ვის შეუძლია, ამ ბიჭების სერიოზულად აღქმა? სევდიანი სანახაობაა" - ვიოლა ფონ კრამონი ირაკლი კობახიძეს პასუხობს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. ევროპარლამენტარი აზიარებს პოსტს, სადაც ირაკლი კობახიძე მას "კრიმინალების მფარველს" უწოდებს.

"ვის შეუძლია, ამ ბიჭების სერიოზულად აღქმა? სევდიანი სანახაობაა", - წერს ევროპარლამენტარი.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">Who can you take these guys seriously? It’s so sad to watch this. <a href="https://t.co/rfWoIgC9xT">https://t.co/rfWoIgC9xT</a></p>&mdash; Viola von Cramon (@ViolavonCramon) <a href="https://twitter.com/ViolavonCramon/status/1527532002882293765?ref_src=twsrc%5Etfw">May 20, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ცნობისთვის, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია ცდილობს საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, მანვე ვიოლა ფონ კრამონს და ანა ფოტიგას "ანტიევროკავშირი" უწოდა.

"სად არის უკუსვლა? უკუსვლა არის აღქმებში. ამ აღქმებს აყალიბებენ აქ „ნაცმოძრაობა“, იქ - ფონ კრამონები, ფოტიგები და ა.შ. ეს არის სინამდვილეში ერთი პატარა რაღაც ჯგუფი. სინამდვილეში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ რაც ვთქვი, მათ შორის, ბრიფინგზე, რომ ზუსტად ესენი არიან ანტიევროკავშირი. ასეთი ადამიანები, რომლებიც მუდმივად უსამართლობისკენ უბიძგებენ სისტემას, არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი. იმიტომ რომ ევროპული ღირებულებები არის ბევრი რამ, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი არის სამართლის უზენაესობა. როდესაც 2012 წლიდან მოყოლებული მთავარი, რასაც შენ გთხოვენ, რომ კანონი არ აღასრულო, ეს არის მათი მთელი ხაზი, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული ღირებულებები მათთან საერთოდ არ არის ახლოს და ამას აქვს ერთადერთი მიზეზი - ისინი არიან კრიმინალების მფარველები, კონკრეტული კრიმინალური პოლიტიკური ძალის მფარველები“, - განაცხადა "პირველი არხის“ ეთერში ირაკლი კობახიძემ

იხილეთ ასევე: